10 თავი

635 47 0
                                    

- ბავშვებო როგორც იქნა დადგა დრო გამოვაცხადო საღამოს მეფე-დედოფალი. ხმათა უმრავლესობით საღამოს მეფე არის ო სეჰუნიი მივულოცოთ მას. სეჰუნი სცენაზე ავიდა და მასწავლებელმა გვირგვინი დაადგა. შემდეგ კი განაგრძო.
- ხოლო დედოფალი გახდა ლალისა მანობანი. ნამდვილად არ მოველოდი რომ საღამოს დედოფალი მე გავხდებოდი. ძალიან ბედნიერი ვარ. სამადლობელი სიტყვითაც გამოვედით. საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა. დაახლოებით 2 საათში გარეთ გავედით. ყველა წასვლას აპირებდა.

- ლისა რაღაც უნდა გითხრა. არც კი ვიცი როგორ დავიწყო.
- გისმენ სეჰუნ ღიმილით ვუთხარი.
- ლისა მაპატიე გთხოვ. მე, მე აღარ მიყვარხარ. ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით მაპატიე. მე შენ აღარ მიყვარხარ. ვეცდები აღარ დაგენახო. მითხრა და წავიდა. მის სიტყვებზე ადგილზე გავშეშდი და ტირილი დავიწყე. ყველა მე მიყურებდა.

- სეჰუნ მაშინ რა გინდოდა ჩემგან რატომ შემაყვარე თავი? რატომ დამინგრიე ცხოვრება. მართალია აღარ გიყვარვარ, მაგრამ შენ მე ვერასდროს დამივიწყებ, რადგან საამისოდ ბევრი მიზეზი მოგეცი.
სეჰუნი გაჩერდა, გამომხედა და წავიდა.

უკვე 2 თვე გავიდა

საშინელი ტკივილი განვიცადე, სეჰუნი მართლა თავდავიწყებით მიყვარდა და ჯერ კიდევ მიყვარს.
ეს ყველაფერი ჩემმა ოჯახმა და ჩემმა საუკეთესო მეგობრებმა გადამატანინეს. როგორც გავიგე სეჰუნი ამერიკაში წავიდა სასწავლებლად. მე იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა არ ვაპირებ იურისტი გამოვიდე. კარგად ვსწავლობ. ჯერ პირველ კურსზე ვსწავლობ. ვაპირებ ფოტომოდელი გამოვიდე,  ხვალ NYLON-ის გადაღებაზე ვართ მიწვეული მე და ჯენი.

* NYLON-ის ჩვენება*

ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა. ახლა ეს ფოტოები გავრცელდება და დაიბეჭდება მოდის ჟურნალებში. მე და ჯენი ძალიან ბედნიერები ვართ. ყველაფერი კარგად იქნება.

* სეჰუნი*

ლისა ისევ ძალიან მიყვარს. მე მის მიტოვებას არც ვაპირებდი, მაგრამ მიზეზი მქონდა. მე ის რომ არ მიმეტოვებინა ლისას შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. ჩემმა მეგობრებმა, თეიონგმა, ჩანიოლმა, ბექიონმა, ჯიმინმა და თეჰიონმა გადამატანინეს ეს ყველაფერი.

TRUE LOVE (დასრულებულია)Where stories live. Discover now