Mess

217 33 23
                                    

ჩანბექი

- მინდა ეს ყველაფერი შევწყვიტოთ... ძალიან ვიჩქარეთ...

- აჰჰ... ბექჰიონ გამაგიჟებ, რით ვერ მიხვდი რომ ეს არ არის შენი გადასაწყვეტი - ბიჭმა კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი ამოარტყა და მომწამლავი აირი ფილტვებში ჩაუშვა.

 ბექჰიონ გამაგიჟებ, რით ვერ მიხვდი რომ ეს არ არის შენი გადასაწყვეტი - ბიჭმა კიდევ ერთი ღრმა ნაფაზი ამოარტყა და მომწამლავი აირი ფილტვებში ჩაუშვა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- და რითი აპირებ აქ დამაკავო? ძალადობით?

- პატარა თინეიჯერი გოგოსავით ეჭვიანობ და ამისაგან დიდ პრობლემას ქმნი - ჩანიოლი ისევ ფანჯრის მიღმა სიცარიელეს უმზერდა.

- არ მაინტერესებს, მე წავედი.

- ხოდა მშვენიერია, წადი! - ბიჭის ყვირილმა ბექის თვალებზე ცრემლი გააჩინა, მაგრამ ის ამას ვერ ხედავდა - სადაც გინდა იქ წადი, მაგრამ შენ ისევ ჩემი ხარ! სადაც არ უნდა იყო... - ბექჰიონი აცრემლებული თვალებით გავარდა სახლიდან, მაგრამ მის საუბედუროდ გარეთ საშინლად წვიმდა და ბიჭი წვიმით სველ კიბეზე დაგორდა. ბექმა ისე მწარედ დაარტყა თავი ბეტონის კიბეს, რომ გონება დაკარგა და ის სულ 2-3 კიბის საფეხური სისხლით დასვარა.

ქაიჰუნი {მეორე დღე}

როგორცკი ქაიმ გაიღვიძა შეამჩნია რომ გვერდით ვიღაც ეწვა, რადგან წინა დღის ამბები არ ახსოვდა იფიქრა რომ ეს დიო იყო და ბიჭს ზურგიდან ჩაეხუტა.

- გაიღვიძე პატარა დოდონა...- სხეული ხმას არ იღებდა. ჯონგინმა სხეული შეანჯღრია - პინგვინო... - ისევ სიჩუმე - ნუ მაშინებ დიო - ქაიმ სხეული გადმოაბრუნდა და დაინახა ჩალურჯებებით სავსე სეჰუნის სხეული და მუცლის არეში სისხლის ლაქა.

Love In South Side [რედაქტირების პროცესში]Where stories live. Discover now