არ დააკაკუნო სამჯერ!

280 35 52
                                    

20:00 ერთი კვირის შემდეგ...

ბიჭები თავიანთ საყვარელ და ამოჩემებულ ადგილას, პოპსის სასადილოში შეიკრიბნენ, სუჰოსთვის, ბექისთვის და ჩენისთვის ეს ბავშვობიდან თანდაყოლილი ტრადიცია იყო, მაშინ სასადილოც ახალი გახსნილი იყო, კიონგსუ კი სამი წლის წინ შეუერთდა "ბანდას" და ამ ტრადიციას.

დიო ნერვიულობისაგან საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, გველებისაგან პასუხი აგვიანებდა რაც ნამდვილად არ იყო კარგის მომასწავებელი.

საუთ საიდერების ბარი.

გველები ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, არავის სურდა მოღალატის დაბრუნება...

- მამა დროა გამოკითხვა ჩავატაროთ - თქვა ჩანიოლმა და მამის "ოფისიდან" გველებთან გავიდა, ექსიც ( ჩანის მამა) თან გაჰყვა შვილს. ექსის დანახვისთანავე ბარში გამაყრუებელმა სიჩუმემ დაისადგურა.

უფროს პაკს გამოჩენის დღიდან დიდ პატივს ცემდნენ, მაშინ უბრალო სერფენთი იყო, მაგრამ თავად იმ დროინდელი ლიდერიც კი ექსთან დადიოდა რჩევებზე.

- სალაპარაკო არაფერია, ყველამ კარგად იცის დო-ს საქმე და თითოეული აქ მყოფი სერფენთი იცნობს მას, ამიტომ პირდაპირ ხმის მიცემაზე გადავიდეთ - თქვა მეთაურმა და ამაღლებულ ადგილას ავიდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

- სალაპარაკო არაფერია, ყველამ კარგად იცის დო-ს საქმე და თითოეული აქ მყოფი სერფენთი იცნობს მას, ამიტომ პირდაპირ ხმის მიცემაზე გადავიდეთ - თქვა მეთაურმა და ამაღლებულ ადგილას ავიდა. მიკროფონი მოიმარჯვა და განაგრძო - ვინც დო კიონგსუს დაბრუნების წინააღმდეგია, გთხოვთ ხელი აიწიოთ.

ბარში მყოფი დაახლოებით ოთხმოცი ადამიანიდან ხელი სამოცდარვამ ასწია ქაის, სეჰუნის, ლეის და შიუმინის ჩათვლით.

Love In South Side [რედაქტირების პროცესში]Where stories live. Discover now