ტკბილი ღამე...

309 30 21
                                    

ლეიჰო

სუჰოს, საუთ საიდში ლეის სანახავად წასვლა სერიოზულად ჰქონდა გადაწყვეტილი, ვერც კი ხვდებოდა რატომ იყო ამ აზრით ასე გატაცებული.

სუჰომ მომზადება დაიწყო. ჩაიცვა ლურჯი ჯინსი, ცისფერი სვიტერი და თეთრი კედები. რამოდენიმე წუთი სარკის წინაშე საკუთარ თავს აფასებდა, ბოლოს ნერვები მოეშალა "პოდიუმის" მოწყობით, აიღო თერმუსი სადაც ხელმეორედ მომზადებული ცხელი რამენი ესხა და ველოსიპედით გაუდგა გზას. თითქმის ყველა ნორთჰ საიდელმა იცოდა სად იმყოფებოდა გველების ბარი, მაგრამ სუჰოს იმ "თითქმის"-ში შედიოდა, ამიტომ ძებნა დიდხანს მოუწია. დაახლოებით ნახევარ საათში მიაგნო მას და ველოსიპედი მოტოციკლებთან ერთად გააჩერა. იდგა ბარის კართან და ფიქრობდა შესულიყო თუ არა. ბიჭი შიშმა აიტანა, ველოსიპედზე დაჯდა და ახლოს მდებარე პარკში წავიდა.

- არ შემიძლია ეს სახიფათოა - თქვა და ხის სკამზე ჩამოჯდა, უცებ მასთან ვიღაც უცნობი მივიდა. დაახლოებით მისი ასაკის, მასზე მაღალი და  მიმზიდველი გარეგნობის.

- გამარჯობა, შეიძლება დავჯდე?- იკითხა უცნობმა ღიმილით.

- დიახ, დაბრძანდით - თქვა სუჰომ და ნაპირისაკენ ჩაიწია.

- რამოდენიმე წუთის წინ გველების ბართან დაგინახეთ, თუ შესვლა გინდათ შემიძლია დაგეხმაროთ, მეც გველი ვარ - ამას მისი ქურთუკი მოწმობდა. ბიჭის შემოთავაზებამ სუჰო გაახარა.

- მართლა შეგიძლიათ ჩემი დახმარება?- იკითხა ნერვიულად.

- კი არ არის პრობლემა, ვის ეძებთ?

- მმ... მას ლეი ჰქვია, მაღალი, შავგვრემანი ჩინელი - თავადაც ვერ გაიაზრა ისე შემოეპარა წითელი ტონი ლოყებზე.

- მართლა?! ლეი ჩემი ბავშვობის მეგობარია, მიგიყვან მასთან - თქვა უცნობმა მხიარული ხმით და წამოდგა - მე სეჰუნი მქვია.

- სასიამოვნოა სეჰუნ, სუჰო - გამოწვდილი ხელი ჩამოართვა და ბიჭები ბარის გზას ერთად დაადგნენ.

Love In South Side [რედაქტირების პროცესში]Where stories live. Discover now