დასასრული

642 62 64
                                    

სიკვდილის დღე...
დღე როდესაც ჩემი სიცოცხლის სიყვარული და 2 ადამიანი გარდაიცვალა... ლეი... ჩანიოლი...და სეჰუნი...

უსამართლობის დღე...
დღე როდესაც 2 ადამიანი სიკვდილს გადაურჩა...მე...და დეი...

დასასრული...
რადგან ლეის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ იარსებებს.

მე ვეღარ შევძლებ გავიღიმო, მე ვეღარ შევძლებ გავიცინო, მე ვეღარ შევძლებ ვიგრძნო...რადგან გული ფერფლად მაქვს ქცეული. მე ვერ შევძლებ ცხოვრების გაგრძელებას, რადგან ის აღარ არის...ლეი აღარ არის.

- ლენი...

უკან მივიხედე, დეი იყო. თვალებში ვერ მიყურებდა, უცნაურია მაგრამ ისიც კი განიცდიდა ძმის სიკვდილს...თუმცა მან გადამარჩინა ნაწილობრივ.

- როგორ ხარ?..

- ამას სერიოზულად მეკითხები? - ხმა ლაპარაკში მიწყდებოდა

- ლეის სიკვდილს მეც განვიცდი...

- ჰმ. - ჩავიცინე, არ ვიცოდი უნდა დამეჯერებინა თუ არა

- რაც მე გავაკეთე...ვიცი პატიებას არ ვიმსახურებ-

- შენ რა გინდა რო გაპატიო?

- არა...უბრალოდ ნება მომეცი რომ დაგიცვა

- სისულელეს ნუ ლაპარაკობ შენი ჭირიმე რაა! უშენოდ მილიონჯერ დაცული ვიქნები! ეს ყველაფერი შენი ბრალია! ეს ყოველდღე შეახსენე შენ თავს და მარადისობაში დალპი!

- ...ციხეში გადავყავარ ჩვენს ლიდერს

- მშვენიერი!

- წელიწადში ერთხელ გამოსვლის უფლება მექნება...

- ბევრი ადამიანი მოკალი აბა შენ იცი!

- ...ძალაუფლებამ დამაბრმავა, მაგრამ დამიჯერე...ლეი მართლა მიყვარდა.

- ხო როგორც მე ვარ ამერიკის პრეზიდენტი ისე შენ გიყვარდა ლეი!

- ვიცი ძნელია დაჯერება მაგრამ მე მართლა მიყვარდა ის...უბრალოდ გვიან გავათვითცნობიერე ეს

Beauty And The Beast [ EXO Fanfic ]Where stories live. Discover now