ლილიტი

342 42 15
                                    

- ვერ ვიგებ... რატო? ასე რატომ მოიქეცი!

- რასთან დაკავშირებით

- რასთან დაკავშირებით? რატომ მოკალი შენი ძმა? რატომ გააკეთე ეს ყველაფერი? რა დაგიშავა სეჰუნმა? რას უპირებ ლეის და ჩანს?

- ვოუ! დამშვიდდი ჩიტო, ასე სწრაფადაც არა

- მიპასუხე. რატომ მოკალი შენი ძმა?

- ის უბრალოდ ხელს მიშლიდა

- ხელს გიშლიდა?

- ხო ხელს მიშლიდა ჩემი გეგმის განხორციელებაში

- და მარტო მაგიტო მოკალი?

- ხო. - უსირცხვილოდ მიპასუხა. - იცი, ჰმმ, როცა რაღაცას გეგმავ და ამ გეგმას ვიღაცა ხელს უშლის...უნდა მოიშორო

- ის ხომ შენი ძმა იყო?!

- ძმა რომელსაც არასდროს ვუყვარდი, მას ლეი უფრო უყვარდა, ძმა რომელიც წლობით არ ნახულობდა...და მე? მე სუ მის გვერდით ვიყავი

- ნაძირლები არავის უყვარს

- ნუ~ რას ვიზამთ

- მეც ხომ დაბრკოლება ვარ? მე რატო არ მკლავ?

- ცოტა ხანი მოიცადე და შენც გექნება მაგის ბედნიერება

- მათ რას უპირებ? ან საერთოდ რა გინდა?

- ძალაუფლება და მაგისთვის პაწუკა რიტუალია საჭირო

- რომლისთვისაც ჩანიოლი და ლეი გჭირდება

- აჰააამ, სეჰუნმა კი აქ მოგიყვანა...

- მ-მეც რიტუალის წევრი ვარ?

- კი ჩემო საყვარელო. ერთი ადამიანია საჭირო ამიტო...

- და ამით ძალას მიიღებ...

- კი

- და მაგ ძალით რას აპირებ?

- ამდენი საუკუნეა ამ დედამიწაზე ვცხოვრობ, რომელიც ღმერთმა შექმნა და ყველაფერი ნაგავია! მე აქაურობას ფერფლად ვაქცევ! მე ვიქნები ახალი ღმერთი!

- სულ გაუფრინე...

- დაფიქრდი. ცხოვრება ზედმეტი გრძნობების გარეშე...როგორი კარგი იქნება?! ცხოვრება სიყვარულის, სიძულვილის, სევდის და ათასი უბედურების გარეშე!

Beauty And The Beast [ EXO Fanfic ]Unde poveștirile trăiesc. Descoperă acum