ეს ბიჭი ვინაა?

2.3K 95 47
                                    

გამარჯობათ, მე ლენი ვარ 19წლის და სტუდენტი ვარ როგორც სხვა დანარჩენი 19წლის გოგოების 76%. ვერ მოგატყუებთ ჩემი სახელი მომწონს-მეთქი, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვი არ მომწონს-მეთქი. საერთოდ პირველი 3 წელი რა სახელიც არ უნდა გერქვას, მას ეჩვევი, მეოთხე წელს კი ან მოგწონს ან არა. ბევრი ადამიანი თავიანთ სახელს არ ჰგავს, მაგალითად მე: ლენი. ჩემმა მშობლებმა ლენი იმიტომ დამარქვეს, რომ ეგონათ გულუხვი და მრავალმხრივი ვიქნებოდი, ლიდერის უნარები მექნებოდა, ყოველთვის ვიფიქრებდი სანამ ვიმოქმედებდი, მექნებოდა სახალისო და საინტერესო ცხოვრება, მექნებოდა უნარი რო ადვილად ამეთვისებინა ყველაფერი და სხვა. ჩემმა მშობლებმა მართლაც რომ კარგად იწინასწარმეტყველეს ჩემი მომავალი, ჩემი სახელის დახმარებით. გულუხვი ვარ, მაგრამ ვერ ვიტან როცა დროზე არ აბრუნებენ რამეს, ჭკვიანი ვარ და ლიდერის უნარები მართლაც მქონდა და მაქვს, სკოლაში ყველას ვრჩდილავდი, ყოველთვის ვფიქრობდი სანამ ვიმოქმედებდი და სანამ რაიმე სისულელეს ვიტყოდი...აი დანარჩენზე რა გითხრათ...მართლაც რომ საინტერესო ცხოვრება, უფროსწორად საინტერესო სტუდენტობის წლები მქონდა...რა დამავიწყებს იმ დღეს...დღეს როცა ის გავიცანი...ბიჭი, რომეციც დაუპატიჟებელი სტუმარივით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და უდიდესი კვალი დატოვა...ვინ გეკითხებოდა შვილო, ან ვინ გთხოვდა? მშვენიერი უწყინარი ცხოვრება მქონდა...მისი სახე...მისი თვალები...მისი ღიმილი...დღემდე მისი სახელის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელი მივლის და გული სწრაფად მიცემს...ხო სწორად მიხვდით...ეს სიყვარულია...ეს კი 19წლის გოგოს ისტორიაა, რომელიც ერთმა ცუდმა, ძალიან ცუდმა ბიჭმა ყირაზე დააყენა და როგორც არაფერი, მისი ცხოვრებიდან გაქრა... ამბავი იწყება 1წლის წინ, როცა 1კურსზე ვიყავი...

***

სახლიდან გიჟივით გამოვვარდი, როგორც ყოველთვის ახლაც ვაგვიანებ! ღმერთო არ შეიძლება ერთ დღეს ლექციის დაწყებამდე მივიდე? ეს უკვე 3 დაგვიანება იქნება! ჯანდაბა, 3 დაგვიანებაზე იმხელა თემას გაძლევენ დასაწერად! სად მცალია მაგისთვის? ჯანდაბა ნეტა ადამიანს მანქანის სიჩქარით შეეძლოს სირბილი, მაშინ ყველა დროულად მივა დანიშნულების ადგილას, მარა ადამიანს რო მანქანის სიჩქარე ჰქონდეს, მაშინ მანქანები რაღა საჭირო იქნებოდ- ჯანდაბა ეს უაზრო ფიქრები! ლენი, ოდესმე გაჩუმება თუ შეგიძლია?! როცა პირი მაქვს მოკუმული, ტვინი ლაქლაქებს, როცა პირი მაქვს ღია, ჩემი ენა იმდენს ლაპარაკობს ნეტა როგორ არ იღლება! ადვოკატობა ზედგამოჭრილია ჩემთვის! მოსამართლეს და იქ მყოფ მსაჯულებს ისე გავაბრუებ ლაპარაკით დამნაშავეს უდანაშაულოდ სცნობენ!--- კაი კაი მორჩი ამდენ ლაქლაქს!

Beauty And The Beast [ EXO Fanfic ]Where stories live. Discover now