ჩემი საზიზღარი ოთახის მეზობელი

919 84 34
                                    

წინა თავში:

ოთახის კარებს ნელა ვაღებ და ოთახში ნელა შევდივარ. ღმერთო გემუდარები გემუდარები ის ბიჭი აქ არ იყოს! ოთახში შევედი და....ჯანდაბა...ის ბიჭი აქაა უკვე და უფრო მეტიც ჩემ თვალწინ წელსზევით შიშველია და თვალებში მიყურებს!!! სად უნდა შევხედო? თუ სახეზე გავაკეთებ კონცეტრირებას, თვალი მაინც გამექცევა მის სხეულზე, თუ მის სხეულს შევხედავ ეგონება რო გარყვნილი ვარ! დრო კი ცოტა მაქვს!!! რა უნდა ვქნა! გადავწყვიტე საერთოდ არ შევხედო და კედლებს შევხედე.

-უ-უკაცრავად არ ვიცოდი თუ ოთახში იყავით...

-...

რატო არის ჩუმად? სახეზე რამე მაქვს? ხმა ამოიღოს!

-ლოსო?

რა? ლოსი? ნუთუ ის! ბიჭს შევხედე მიუხედავად იმისა რომ შიშველი იყო. ახლა მხოლოდ თვალებში ვუყურებდი და მივხვდი ვინც იყო ჩემი ოთახის მეზობელი...

-ჯანდაბა.

ახლა:

რ-რა? ლ-ლოსი? არ არსებობს!!! ჩემი მეზობელი ის ბიჭია, რომელმაც კინაღამ მომკლა და შემდეგ შეურაცხყოფა მომაყენა? არა შანსი არაა! მასთან ერთად როგორ უნდა დავიძინო ერთ ოთახში?! როგორ უნდა ვისწავლო თუ ის ოთახში იქნება?

-შენ აქ რას აკეთებ?- ვცადე მშვიდი ხმით მეთქვა და გამომივიდა კიდეც. არ მინდოდა შეემჩნია რო გაბრაზებული ვიყავი ან ნაწყენი. მიხვდეს რო მისი ნათქვამი ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

-რას ვაკეთებ? ეგ კითხვა მე უნდა დაგისვა. კაი გზაზე გადასვლის წესები არ იცი, დავიჯერო ისიც არ იცი რო სანამ ოთახში შეხვალ უნდა დააკაკუნო? თუ ასე უვარდები ყველა გახდილ ბიჭს ოთახში?

-ჯერ ესერთი! ეს ჩემი ოთახია! და მეორეც! ჭკუისკოლოფავ, საიდან უნდა მცოდნოდა შენ გახდილი იყავი თუ რას აკეთებდი?!

-კაია

-რა არის კაი?!

-ჭკუისკოლოფა...წინას მირჩევნია

Beauty And The Beast [ EXO Fanfic ]Where stories live. Discover now