A devil in between the sheets

Depuis le début
                                        

ლილიმ იგრძნო, როგორ მოედო კანზე სითბო მასზე გაფიქრებისას. ნიკოლი, მისი შეყვარებული, თავისი მომხიბვლელი მზერით, ლამაზი ღიმილით და უნარით, ყოველთვის სწორად შეერჩია სათქმელი და შეემჩნია ლილი, მაშინაც კი, როცა დამალვას ცდილობდა. ნიკოლი, რომელიც მის მიმართ მოთმინებით გამოირჩეოდა, სიბრაზის ან გულრწფელობის დროსაც კი ნაზად ეპყრობოდა და ეხებოდა, რომელიც მაშინაც კი დარჩა, როცა ლილი შიშისგან მის გაძევებას ცდილობდა.  ნიკოლი, რომელიც უყვარდა და გამუდმებით უნდოდა, სჭირდებოდა, ყველაფერი რასაც ის აძლევდა - უსაფრთხოება, სითბო, სიყვარული, გვიან ღამით საუბრები, შუბლზე კოცნა, სანამ სამყარო გაიღვიძებდა, სიცილი, სიამოვნება.

აღტაცება ეღვრება იმ სივრცეებში, სადაც ადრე ჭრილობები ჰქონდა და ტუჩს გაუაზრებლად კბენს. თვალები დახუჭა, მაგიდაზე დატოვებული ფინჯანი ტუჩებთან ახლოს მიიტანა და ორთქლს კანზე მოალერსების საშუალება მისცა. ცოტათი გაოცებული იყო და საკუთარი თავითაც ამაყობდა, რომ აქამდე მოვიდა და იმ გოგოსგან, რომელმაც გულის ტკივილს უფლება მისცა მისი თვითშეფასება განესაზღვრა, რომელსაც სჯეროდა, რომ საკმარისი არ ოყო, აღარაფერი დარჩენილიყო და როგორღაც, ნაწილ-ნაწილ, მაგრამ მაინც დაიბრუნა თავი. ახსოვდა ტირილში გატარებული ღამეები, ის დღეები, რომლებიც ცოცხლად კლავდა, რადგან საკუთარი თავის დასჯა უფრო ადვილი იყო, ვიდრე თავის მოვლა. უაზრო ფიქრებისგან იკუმშებოდა, პატარავდებოდა და სჯეროდა, რომ არ იმსახურებდა სივრცეს, არ იმსახურებდა სიყვარულს. ისე ეკვროდა ადამიანებს, რომლებსაც არ უყვარდათ, იმ იმედით, რომ მათი წამიერი ყურადღება შეავსებდა მის სიცარიელეს. მაგრამ ახლა - ახლა მან თავად აირჩია ამ მომენტში, ამ ადგილას ყოფნა. მან დააწესა საზღვრები. გარშემო მყოფებს მასზე ზრუნვის საშუალება მისცა იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით იმ შიშის ქვეშ ყოფილიყო, რომ სხვებისთვის ტვირთი იყო. სიხარულს დანაშაულის გარეშე გრძნობდა და, რაც მთავარია, სჯეროდა, რომ იმსახურებდა იმ სიყვარულს, რომლითაც გარშემორტყმული იყო.

TsukimiOù les histoires vivent. Découvrez maintenant