All the strings attached

123 16 217
                                        

I wanna be touched
Be loved
I wanna heal
Be hugged
It's just the two of us
Or that's what we swore
And if I've lost my charm
Apologies due, no harm
'Cause you've got ahold of my heart
And I know it's worn

So won't you please spare me indignity
And won't you please give me some decency
And won't you please call it if our time is through
'Cause I know that we fall apart when nothing's new
Nothing's new

I want to be close to you
But I don't know what to do
'Cause if we are near to through
It may make it worse
And if I start to grieve
'Cause it feels you're 'bout to leave
Forgive me, I'm not naïve
I've been here before

___________________
CHAPTER 8

დანიელის და ტიმის რესტორანში მშვიდი ზუზუნი ისმოდა, ისეთი, როგორიც მხოლოდ მაგიდების გაწმენდისა და სკამების დაწყობის შემდეგ ჩნდება. ლილი ბართან ახლოს, კუთხის მაგიდასთან იჯდა, რომელიც ერთადერთიღა შემორჩენილიყო მოუწესრიგებლად, რადგან ჯერ საქმეს არ მორჩენილიყო. წინ ფინჯანი ედო, გაციებული ჩაით, ლეპტოპი და რვეული, რომლის გვერდებიც სავსე იყო ნამცხვრების რეცეპტებით და ჩანაწერებით. ყველა მათგანი სხვადასხვა ფერის კალმით და ლამაზი ხელწერით შესრულებული. მელნის პატარა ლაქები ლოყაზე და თითებზე დარჩენოდა, ჩაფიქრებისას კალამზე დაყრდნობის შემდეგ. ფიქრებს ისე გაეტაცებინა, კალმის ბოლოს კბილებით წვალებას ვერ წყვეტდა და კონცენტრაციის გამო წარბებიც შეჭმუხვნოდა. მის მოპირდაპირედ დანიელი სკამის საზურგეს მიეყრდნო და ორ ფეხზე დააბალანსა. ხელები თავისუფლად გადაეჯვარებინა მკერდზე და კმაყოფილი ღიმილი აეკრო სახეზე - ისეთი ღიმილი, რომელიც კარგი დღის შემდეგ უნებურად გიჩნდება და ვერ ხვდები რატომ. ტიმი ბარის უკან იდგა და ღვინის ბოლო ჭიქებს ამშრალებდა. თითოეული ცალ-ცალკე მიჰქონდა განათებასთან ახლოს და თაროზე მოთავსებამდე კარგად ამოწმებდა. თან ბოლო ხუთი წუთი რაღაც მელოდიას ღიღინებდნენ, რომელიც ლილიმ ვერაფერით ამოიცნო, თუმცა გრძნობდა რომ იცოდა.

- აბა, - თქვა ტიმმა საქმის დასრულების შემდეგ და სიჩუმე დაარღვია. გოგონას ისე მიახლოებოდა, არც შეუმჩნევია. - ამას რას ვარქმევთ? - იკითხა და ლეპტოპისკენ ანიშნა, სადაც ლილის ჩიზქეიქის სურათი ჰქონდა გახსნილი, კენკრის პიურით თავზე. -გულნატკენი ჩიზი?

TsukimiWhere stories live. Discover now