I am caught off guard by you
Like a wave I'm pulled into
It's a feeling I can't fight
Like a wildfire deep inside
You're taking my heart by storm
I'm lost in your love
I can't hold back any more
I'm lost in your love
I am torn apart by you
It's a spell I can't undo
Oh, I can't escape it now
I am in too deep to get out
____________________________
Tsukimi (月見) - "moon-viewing" or " act of looking at the moon"
--------------------------------------------
CHAPTER 21
ლილი დივანზე იჯდა და მის კალთაში წამოწოლილ მისოს ეთამაშებოდა, სანამ ტელევიზორის წყნარი გუგუნი ოთახს ავსებდა. ფილმს დიდ ხანს არჩევდა, თუმცა ყურადღება მაინც მობილურზე ჰქონდა გადატანილი და ნიკოლის წერილს ელოდებოდა. ჩვეულებრივზე მეტად შეაგვიანდა და არ უნდოდა მის მოსვლამდე დასძინებოდა.
ნელა ამოისუნთქა და საკუთარ თავს იმ მომენტში ჩაძირვის საშუალება მისცა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ასეთი მოუსვენრობა იგრძნო - არც მარტოობის სიმძიმე აწუხებდა, არც მახრჩობელი სიჩუმე. მხოლოდ მოუსვენრობა.
რაღაც მძიმე შეგრძნება მოსწოლოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდა მიზეზს და ვერც სახელს უძებნიდა. ამ ბოლო დროს ისე იყო ემოციურად დაღლილი, რომ ძილის რეჟიმი საერთოდ არეოდა და თავს დაკარგულად გრძნობდა, თითქოს სამყარო უფრო დაბნელდა, თითქოს ვიღაცამ სიკაშკაშე შეამცირა და ნელი მოძრაობით მიიწევდა წყვდიადისკენ. ყველაფერი, რაც უყვარდა - დილით ახლად გამომცხვარი პურის სურნელი, კარგად მომზადებული ყავის სითბო - ახლა ისე ჩანდა, თითქოს მისგან მოშორებით ხდებოდა, იმ მოგონებებივით, რომლებსაც ვერ სწვდებოდა. ძალიან კარგად იცოდა ეს გრძნობა, მცოცავი დაბუჟება, ყელში ქვასავით მოწოლილი სევდა. მაგრამ ამჯერად, რაღაც სხვაში იყო ჩახლართული, რასაც ვერ ცნობდა. უბრალოდ მარტოობა ან სევდა არ იყო. მარტოსული ადრეც
ყოფილა, იცოდა მისი უხეში კიდეების და ღრუ სივრცეების შეგრძნება როგორი იყო. ახლა რაღაც განსხვავებული იყო. განცდა, რომელიც შემუჩნევლად შეეპარა და თავის დანებებას არ აპირებდა.
YOU ARE READING
Tsukimi
FanfictionWould you believe me if I said that I was scared of everything too?
