ჩვეულებრივზე მეტად ფიქრობდა ნიკოლზე. იმაზე ხშირად, ვიდრე უნდოდა. ნიკოლი, რომელიც თავს მუდმივად ცოცხლად აგრძნობინებდა, მაშინაც კი, როცა ყველაფერი მერყეობდა. მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო - კაფეში მიდიოდა, წერილებს სწერდა, ეფლირტავებოდა, ართობდა, პაემნებზე დაჰყავდა. ნორმალური იყო, მათი რიტმი. მარტივი იყო ნიკოლის გარშემო არსებობა, რაღაც უსაფრთხო, ხელმისაწვდომი, თავისუფლად სუნთქვის საშუალების მომცემი.
მაგრამ ამ ბოლო დროს მის კანქვეშ რაღაც მოუსვენარი შეგრძნება შეძვრა და ვერ იცილებდა.
როცა ნიკოლი უყურებდა, ზოგჯერ ისე გრძნობდა თავს, თითქოს ღია ცეცხლთან იდგა, ახლოს. როცა იღიმოდა, ზანტი და თავდაჯერებული ღიმილით, ლილი ფიქრობდა რომ იმ მომენტში გადაშლილი წიგნი ხდებოდა და მის შესახებ ისეთ რაღაცებს ხედავდა, რაც თვითონაც არ ჰქონდა გააზრებული. მარტივად ამჩნევდა ხოლმე, ლილი თუ კარგად არ იყო და უაზრო ფიქრებში იძირებოდა და როგორღაც უკან აბრუნებდა ისე, რომ ზედმეტად წარბის შეხრაც არ სჭირდებოდა. ლილის გონება იმეორებდა წვრილმანებს - როგორ ხვევდა წელზე ხელს ნიკოლი, ყოველთვის, როცა ხალხში ხვდებოდნენ, როგორ ამჩნევდა, როცა ლილი ყურადღების ქვეშ მოქცევის გამო თავს უხერხულად გრძნობდა და საუბარს მის ნაცვლად აგრძელებდა, მისი ხელების სითბოს იხსენებდა, როცა სეირნობისას ჩასჭიდებდა, ან თუნდაც საუბრისას და ლილის სახიდან თმის მოშორებისას. ლილის გამუდმებით მასთან ახლოს ყოფნა უნდოდა. ყოველთვის. დაუფიქრებლად ეძებდა ნიკოლს, მისი სახელი ყოველთვის ტუჩებს მიღმა ელოდა, რომ ეთქვა.
იმ წამს, ნელა გაიაზრა, რაც ხდებოდა.
ფაზლის ბოლო ნაწილის პოვნის მსგავსად, რომელსაც თავის ადგილზე აწკაპუნებ. მკერდში მოწოლილი უცხო ძალა შეიცვალა, არა სიმსუბუქით, არამედ უფრო ნათელი გრძნობით. ნიკოლი უყვარდა.
ჰო. ნიკოლი უყვარდა.
უეცრად გაშეშდა და სუნთქვა გაუწყდა.
იმ მომენტში ყველაფერს აზრი მიეცა, ყველა იმ ემოციას რასაც ერთდროულად განიცდიდა და ვერ ხვდებოდა - რატომ ვერ ეჩვეოდა იმ გრძნობებს, რომელთაც ნიკოლი უჩენდა , რატომ იყო მისი დაკარგვის იდეა უცებ ისეთი საშინელი, თითქოს უზარმაზარის კლიდს პირას იდგა და გადავარდნის ეშინოდა. მაგრამ სიყვარული, რომ საშიში იყო აქამდეც იცოდა.
KAMU SEDANG MEMBACA
Tsukimi
Fiksi PenggemarWould you believe me if I said that I was scared of everything too?
A devil in between the sheets
Mulai dari awal
