✨✨✨✨✨✨✨✨✨

65 9 15
                                        

3 თვე გავიდა ჯონგუკის კორეაში გამგზავრებიდან. უკვე დეკემბერის შუა რიცხვები და სისხლიანი ზამთარი იდგა საქართველოსა და კორეაში.
ალბად გაინტერესებთ რა ხდებოდა ამ სამი თვის განმავლობაში შეყვარებული წყვილის ცხოვრებაში.
მარიამი მთლიანად სწავლაზე გადაერთო,დღეში ორი-სამჯერ ესაუბერბოდა ჯონგუკს, მეგობრებთან და ოჯახისწევრებთან ატარებდა დროს,ჯონგუკი კი მთლიანად ცეკვის,სიმღერის რეპეტიციებზე გადაერთო, დატვირთული გრაფიკი, სიმღერების ჩაწერა, ქორეოგრაფიის სწავლა, ვარჯიში,სწავლა,ფოტოსესიები და ათასი სხვა საქმე ქონდა. მის ჯგუფის წევრებს დაუახლოვდა მარიამსაც გააცნო ისინი,მათ ბოი ბენდს BTS უწოდეს,საბოლოოდ ორივე ბედნიერი იყო.

****

დილით გოგონა იღვიძებს, ემზადება უნივერსიტეტისთვის,
მსუბუქად საუზმობს,გამოდის სახლიდან,მანქანას ძრავს და მიდის უნივერსიტეტისკენ.
გზაზე ტელეფონი ურეკავს, დახედავს და ხედავს მისი ბიჭის ნომერს,ეღიმება. ტელეფონს სპეციალურ ჩასადრბში ათავსებს,მის მხარეს არტრიალებს და ტელეფონს პასუხობს.

-დილამშვიდობის..
ისმის ახალგაღვიძებული ბიჭის დაბოხებული ხმა.

-დილამშვიდობის..
გეძინა?მანდ ახლა ორი საათია ასეთ დროს რატომ გძინავს? წუხელ არ გეძინა?ძალიან დაიღალე?საჭმელი ჭამე?
ანერვიულდა გოგონა..

-დამშვიდდი ცოლო..

-ეგრე ნუ მეძახი..
გაიბუტა გოგონა..
ჩემს კითხვებს უპასუხე.

-ცოლივით ხარ-გაიცინა ბიჭმა-ჩემი პატარა ცოლუკა..

-ჯეონ..

-კარგი კარგი...
წუხელ მეძინა, დღეს ბევრი ვივარჯიში და დავიღალე, მდივანზე ჩამოვჯექი და ალბად ჩამეძინა..

-საჭმელი ჭამე?

-ახლა არა მაგრამ წავალ და შევჭამ..

✨ჩემი✨კორეელი✨✨შეყვარებული✨Where stories live. Discover now