✨✨✨✨✨✨✨✨✨✨✨

29 5 3
                                        

ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც კორეიდან დავბრუნდით დღეს ისევ ჯონგუკთან ვრჩები, ვალაგებ ჩანთაში საჭირო ნივთებს,ვკრავ ჩანთას,ვიცმევ შავ ბრეტელებიან ტოპს, მაღალწელიან ჯინსის შორტს და თეთრ კეტებს.თმას ვიწევ თმისამაგრით, ჩანთას ვიღებ და გავდივარ სასტუმრო ოთახში..
-დე მა დღეს ჯონგუკთან ვრჩები..
-რაღაც ამ ბოლო დროს ძალაიან მოუხშირე მასთან დარჩენად და არ გინდა ბარემ გადახვიდე?
-მართლა?
-არა
-ვიცოდი..
-დღეს არ წახვიდე..
-ო დღეს წავალ ზეგ მოვალ კარგი-ვთქვი და თვალების საყვარლად ხამხამი დავიწყე..
-ჩემსას როდის გაიგებს ეს გოგო?!-ღრმად ისუნთქვას მამა..-დღეს წადი მაგრამ ამ თვეში მეტჯერ არ დარჩები..
-ხო კარგი,ახლა წავედი..
გარეთ გამოვდივარ და პირდაპირ მანქანაში ვუჯდები ჯონგუკს..
-რა გჭირს?-მეკითხება მშვიდად გუკი..
-არაფელი დაივიწყე..
-როგორ დავივიწყო უხასიათოდ ხარ არც გიკოცნია.. რამე მოხდა?!
-ამ თვეში მეტჯერ აღარ გამომიშვებენ შენთან..
-რატომ?
-არ ვიცი..
არ მოსწონთ..
ბარემ გადადიო..
-მაშინ ახლა დარჩი დიდი ხნით..-მეუბნება და ლოყაზე მკოცნის...
-ზეგ სახლში უნდა ვიყო..-ვტრიალდები და ტუჩებზე ვკოცნი.
-ცუდია,მაგრამ არ ინერვიულო დღეს და ხვალ სახლში ვიყოთ და კარგად მოგეფერები...-მეუბნება და ისევ მკოცნის..
-მაინც რას გულისხმობ კარგ მოფერებაში?-ვამბობ და ეჭვისთვალით ვუყურებ..
მაშინვე იცინის..
-ის არა რაც შენ იფიქრე გარყვნილო..
-საერთოდ არ მიფიქრია ეგ..
-ახლა ხომ იფიქრე?!-აგრძელებს სიცილს..
-ჰა ჰა ჰა არ მიფიქრია ეგ და საერთოდ სანამ გადავიფიქრე შენთან დარჩენა დაძარი მანქანა..
-კარგი კარგი
მაშინვე ძრავს მანქანას და სწრაფად მიდის სახლში..

-დეიდაააა
გავრბივარ და დეიდას ვეხუტები..
-მარიამმმ
-როგორ მომენატრე
-მეც ჩემო გოგო.. აბა დატრიალდი..-მეც ვტრიალდები..-დასუსტებულხარ,წამოდი უნდა გაგასუქო-იცინის და სახლში შევყავარ..
-დეიდა არ მშია
-აპ ახლა შენი ხმა არ გავიგო, დაჯდები და შეჭამ,ასე არ შეიძლება ძალიან დასუსტდი..
-დეიდა მართალი ხარ სულ არაფელს ჭამს და მთალად დასუსტდა,ხელს რომ ვკიდებ მეშინია რამე არ მოვტეხო...
-აჰ მართლა?
-ჰო მართლა..
-კარგი... შევჭამ-სულელი ამას თუ გონია ხმას გავცემ ძან შემცდარა..
ყველაფერი გავსინჯე რაც კი სუფრაზე იყო,შემდეგ დეიდას ავალაგებინე მაგიდა,ჯონგუკმა გამოიცვალა და მარტო შორტით დატანტებდა..
მე და დეიდა მდივანზე ვსხდებით,მე ბევრი ჭამისგან თავს ცუდად ვგრძნობ, ვცდილობდი არ შემემჩნია მაგრამ...
-თავს ცუდად გრძნობ?-მეკითხება დეიდა..
-ამ ცოტა მუცელი მტკივა, ამდენი არ უნდა მეჭამა...
-წამალი გინდა?
-არა მისით გამივლის..-ვამბობ და ვუღიმი მაგრამ გულისრევის შეგრძნება მაქვს და საპირფარეშოში გავრბივარ,
მაშინვე გულიმერევა და რაც ვჭამე ვიღებ,საპირფარეშოში კი ჯონგუკი შემორბის და თავს მიჭერს..
-კარგად ხარ?-მეუბნება ანერვიულებული,მეკი ამ დარტყმოსგან მისუსტებული თავს ძლივს ვუქნევა, წამოდგომაში მეხმარება.პირს ვიბა და კბილებს ვიხეხავ ცუდი გემოს გასაქრობად.ჯონგუკს გავყავარ მისაღებში იქ კი დეიდა მხვდება ამერვიულებული..
-შვილო კარგად ხარ?
-კი კი მაგრამ არ უნდა მეჭამა ამდენი..-მდივანზე ვჯდები და თვალებს ვხუჭავ..
-იქნებ ორსულად ხარ..-მაშინვე თვალებს ვახელ..
-არა არ ვარ ვერ ვიქნები..-ვამბობ მშვიდად..
-ორსულად ხარ?-მეკითხება ჯონგუკი,მე კიდე გაოცებული ვუყურებ..
-შენ რა სულ გააფრინე?
-არა
-აბა მე რანაირად ვიქნები ორსულად?
-აბა
-იქნებ შვილო ორსულად დარჩი..-მეუბნება ისევ დეიდა
-არა შეუძლებელია..
-მაგრამ თქვენ..ხომ ხვდებით სულ ერთად ხართ ოთახში..-ამაზე მეცინება..
-არა დეიდა ჩვენშორის არაფელი ყოფილა ძილის მეტი..
-ეგ როგორ?აბა ერთად ისე გძინავთ?
-ხო..
-ჯეონ სერიოზულად?-კითხულობს გაოცებული..
-ამ ხო-უხერხულად ისმევს
ხელს კეფაზე..
-ღმერთო რას მოვესწარი..მეც არ მიკვირდა ასე ჩუმად როგორ არიანთქო-იცინის დეიდა.
-დეიდა იცი შენგან არ გამიკვირდა ორსულად რომ გეგონე მაგრამ ამისგან მართლა გამიკვირდა-ვიცინი-ჯეონ მემგონი ბავშვების გაკეთება არ იცი..-ახლა დეიდაც მყვება სიცილში ჯონგუკი კი წითლდება..
-გინდა ვცადოთ?!
-არა მადლობა..
-ხოდა დამშვიდდი..
-მშვიდად ვარ..-ვდგები და საძინებელში შევდივარ და პირდაპირ საწოლზე ვიშხლართები...
მალევე კარი იღება და ჯონგუკი შემოდის,გვერდით მიწვება, წელზე ხელს მხვევს და უკნიდან მეხუტება..
-ჩემზე გაბრაზდი?-ჩურჩულებს
-რომელ მომენტს გულისხმობ ჭამას თუ მშვიდად ყოფნას..
-ორივეს..
-ჰო გავბრაზდი..
-ბოდიში..
-არ მინდა.. ყველაფერზე ბოდიშს ნუ მომიხდი, არამგონია მოგწონდეს..
-არ მინდოდა გწყენოდა..
-მაგრამ მეწყინა-მისკენ გავტრიალდი-მე უბრალოდ მინდა ლამაზი სხეული მქონდეს.. ისეთი რომ სხვისკენ გახედვა არ მოგინდეს...
-შენ ლამაზი ხარ,ლამაზი სხეული გაქვს და მე არასდროს გამიხედავს სხვისკენ და არც არასდროს გავიხედები..
-შენ ბიჭი ხარ,ვფიქრობ რომ შეიძლება ინსტიქტურად თვალი გაგეპროს..
-არ გამეპარება..
-მართლა?
-ჰო
-იცოდე ახლა შარში ყოფ თავს..
-ჰმ რატო?
-იცოდე თუ რამეს შევამჩნევ არ გაპატიებ...
-კარგი.. ახლა მაპატიებ?
-სხვათაშორის არც ძალიან სუსტად ვარ,მითუმეტეს ისე რომ ხელის მოკიდებაზე რამე მომტეხო..უბრალოდ კარგი წელი მაქვს და ასე უფრო მომწონს ჩემი თავი..
-ბოდიში რომ ეგრე ვთქვი,მართლა ძალაიან ლამაზი ხარ.. და დაიმახსოვრე მე ყველანაირი მომწონხარ, მსუქანიც და სუსტიც...
-კარგი..
-აღარ ხარ ჩემზე გაბრაზებული?
-ჰმ ვფიქრობ ერთ სურვილს თუ შემისრულებ აღარ ვიქნები...
-კარგი რა გავაკეთო?
-კიკინები გამაკეთებინე და მერე სურათი გადავიღით..
-მერე მაპატიებ?
-კი
-მაშინ კარგი..
ავდექი მაშინვე,წვრილი ფერადი რეზინები მოვძებნე, სავარცხელი,კალთაში ჩავუჯექი,მანაც წელზე მომხვია ხელები და ორი პატარა საყვარელი კიკინა გავუკეთე.
-ვსო მოვრჩი,ჰმ როგორ გიხდება...-ტუჩებზე მოწყვეტით ვაკოცე..
-მაჩვენე-სარკეში ჩაიხედა და სიცილი დაიწყო..
-შენ რა შენსთავს დაცინი?
-რაა გოგო ეს?! თავი პატარა გოგო მგონია დედამ რომ გამოპრანჭია ბაღისთვის..
-დედიკოს გოგოვ მოდი სურათი გადავიღოთ..-ვუთხარი სიცილით..
-არსად დადო იცოდე..
-აბა ისე არ შეგირიგდები..
-არა არ დადო..
-ო კარგი მოდი გადავიღოთ..- ჯერ მარტო ჯონგუკს გადავუღე მერე ერთად სხვადასხვანაირად..-ვსო იდიალურია..წამო ახლა დეიდას დაენახე-ხელი მოვკიდე და წავიყვანე..
-ჯონგუკ ეს რას გავხარ...-სიცილი დაიწყო დეიდამ, ჯონგუკმა მაშინვე მოიშორა კიკინები..
-ვსო გართობა დასრულდა..
წამო მეძინება..
-წადით დაისვენეთ თან შენ გული აგერია და დასვენება გჭირდება..
-დეიდა შენც დაისვენე.
-ხო კარგი წადით მეც წავალ..
ოთახში შევედით,დავწექით და ერთმანეთს ჩავეხუტეთ.. ჯონგუკის ტელეფონმა წკრიალი დაიწყო,ესემესი იყო, მაილზე გადავიდა და იქ იყო შეტყობინება,კითხვა დაიწყო მისთვის,თავიდან სახე გაუნათდა მერე კი მოეღუშა..
-ყველაფერი რიგზეა?
-კორეიდან მწერს,ერთ ერთი კომპანია..
-რას?
-დიდი ხნის წინ,სანამ აქ ჩამოვიდოდი განაცხადი შევიტანე,ჯგუფს კრებდა კომპანია,მეც ჩემი რეზიუმე მივიტანე,სადაც ჩემი შესაძლევლობები მეწერა და ქასთინგზეც ვიყავი,მითხრეს რომ დამირეკავდნენ და ასე გამომიშვეს..
-მერე რა მოხდა..
-არ დარეკეს,ახლა კი იგივე კომპანია მთავაზობს რომ გასაუბრება გავიარო და თუ მოვეწონები 7 ბიჭთან ერთად დამადებიუტებენ..
-არ გაგიხარდა?!
-არ ვიცი..
-მომღერლობა ხომ შენი ოცნებაა?
-ჰო მაგრამ კორეაში წასვლა მომიწევს შენგან შორს..
გავჩუმდი ამაზე არ მიფიქრია..
-არ წავალ..-ტელეფონი გადადო და ჩამეხუტა-მე შენთან მინდა...
მოდი დავიძინოთ...
-კარგი..
თვალები დავხუჭე მაგრამ არ დამეძინა.
უკვე რამდენიმე საათია ასე ვწევართ და ვერ ვიძინებ..
წამოვჯექი ისე რომ გუკი არ გაგაღვიძე.
უსამართლობა იქნება თუ ჩემს გამო მის ოცნებაზე იტყვის უარს..ხო მართალია შორს მოუწევს წასვლა მაგრამ ის მის ოცნებას აიხდენს..
ის საოცრად მღერის თავს ვერ ვაპატიებ რომ მისი ნიჭი ჩემს გამო ვერ წარმოაჩინოს..
-ჯონგუკ გაიღვიძე-ვანჯღრევ..
-რა მოხდა?-ახელს თვალებს..
-შემოთავაზებას დათანხმდი.
-რა?
-რა და კომპანიას თანხმობა მიწერე..
-მარიამ წასვლა მომიწევს მერე ამიტომ არა..
-კი შენ წახვალ..
-შენ რა გაგიჟდი?!
-არა არ მინდა რომ ჩემს გამო შენს საყვარელ საქმიანობაზე უარი თქვა...
მომღერლობა შენი ოცნებაა..
შენ საოცარი მომღერალი ხარ და არ დავუშვებ ეს შანსი ხელიდან გაუშვა..
ჰო ვიცი ჩემგან შორს მოგიწევს ყოფნა და ეს საშინელებაა მაგრამ მინდა რომ შენი დიდი ოცნება აიხდინო..
-მე..ვიცი მაგრამ შენ ვერ დაგტოვებ..
-ვიცი რთული იქნება მაგრამ მე ჩამოვალ შენთან,მოვემზადები კორეულს უკეთ ვისწავლი, გამოცდებს ჩავაბარებ და შენთან წამოვალ, იქ გავაგრძელებ სწავლას,ან არ ვიცი.. ეს არ ვიცი მაგრამ შენ ეს შანსი არ უნდა დაკარგო..-მივიწიე მასთან და ჩავეხუტე..-მიყვარხარ და მინდა ბედნიერი იყო..
-მე შენთან ბედნიერი ვარ..
-ვიცი მაგრამ სულ ცუდად გაგახსენდება,სულ ინანებ რომ უარი თქვი.. ამიტომ ის გააკეთე რაც მართლა გაგაბედნიერებს..
-კარგი..
-ფიქრის ვადა სანამ მოგცეს?
-სამი დღე..
-ხოდა დაფიქრდი,მაგრამ არ იფიქრო რომ მე შენი წასვლა მინდა,ან შენგან შორს ყოფნა,ან არ ვიცი..
-ვიცი,ვიცი რომ შენ ჩემი ბედნიერება და წარმატება გინდა ეს კარგად ვიცი..
-რომ წახვალ ხო არ დამივიწყებ?!-მაშინვე სიცილი დაიწყო..
-მარ გადამრევ,შენ თვითონ მიშვებ კორეაში და მეუბნები ხოარ დამივიწყებო.. ან შენ როგორ დაგივიწყო?! ძალაიან მიყვარხარ! რომც წავიდე მაინც მეყვარები გესმის?!
-ჰო..მეც მეყვარები და მიყვარხარ.. ვიცი რთული იქნება მაგრამ..
-მაგრამ მაინც ჩემი იქნები,მე კი შენი ვიცი.. არ ინერვიულო..
-კარგი მიწერე რომ გასაუბრებაზე მიხვალ...
-კარგი-მაშინვე მიწერა თანხმობა..
-კარგი.. მოდი დავიძინოთ..
-კარგი..მაგრამ ჯერ დამპირდი..
-რას?
-რომ წავალ ისევ გეყვარები,არ დამივიწყებ,მომწერ,ჩამოხვალ,არ დამშორდები და სხვა არ შეგიყვარდება..
-გპირდები შენი ერთგული ვიქნები და სულ და გირეკავ და მოგწერ..
შენც დამპირდი..
-გპირდები სულ მეყვარები,შენი ერთგული ვიქნები და სულ დაგირეკავ და მოგწერ..
-მიყვარხარ..
-მეც მიყვარხარ..
ტუჩებზე ნაზად მაკოცა, ჩამეხუტა და დავიძინეთ..





_______________________

💋💋💋💋💋💋💋💋💋💋💋💋💋
გამარჯობა დაგიბრუნდით,იმედია მოგეწონებათ,შევეცადე დიდი და კარგი თავი ყოფილიყო იმედია გამომივიდა,მადლობა მოთმინევისთვის და გთხოვთ დაავოუთეთ და მაპატიეთ რომ ვერ ვდებდი ძალიან გავცივდი და ერთი კვირაა სახლიდან ცხვირი არ გამიყვია..
მადლობა რომ კითხულობთ..
ყველა ძალიან მიყვარხართ..ვინც არ იცით პატარა ვარსკვლავი რომ არის მარცხნივ კუთხეში ის არის ვოუთი.. გთხოვთ უბრალოდ დააჭირეთ ხელი ეს მნიშვნელოვანია..
Vote🙏🏻
Commentary🙏🏻
Follow🙏🏻
I Love You 🤟🏻💜
💋💋💋💋💋💋💋💋💋💋💋💋💋

✨ჩემი✨კორეელი✨✨შეყვარებული✨Where stories live. Discover now