თავი 35- " მოწამლული სისხლი "

Start from the beginning
                                    

- არა.. არა მგონია.

თვალები დახუჭა ესავმა და რაიანამაც მალევე შენიშნა თუ როგორი ფერმკრთალი იყო იგი სახეზე.

როგორც წესი სინათლის მაძიებელი ვამპირი ფერმკრთალი არასოდეს არ არის.. მხოლოდ მაშინ კარგავს ფერს, როდესაც მის ორგანიზმს სისხლი აკლია.

- ესავ… - წაბორძიკებული ბიჭი დაიჭირა რაიანამ და იქვე კედელს ზურგით მიეყრდნო. ისე გააჟრჟოლა სხეულში როდესაც ესავის გაფითრებული სახე დაინახა..

- სისხლი.. - გოგონას კისრიდან თავი აწია ესავმა და რაიანას ყელში მჩქეფარ არტერიას მზერა და სმენა აარიდა.

- სულ დამავიწყდა.. - გათიშვის პირას მდგომ ესავს თმები სახიდან გადაუწია, - აქვე ვიცი ვამპირი რომელიც სისხლს ყიდის, ნუ არ ყიდის, მაგრამ იმედია ჩვენ მოგვყიდის.

ბიჭის მკლავი კისერზე შემოიხვია და არხის გვერდით ფართო ქუჩაზე შეუხვიეს, სადაც დიდებული ძველებური სახლები იყო ჩამწკრივებული.

- აი, იქ, ის სახლია სადაც ამ დილას დაემონი და ვიქტორია წავიდნენ, - იმისდამიუხედავად, რომ ვიქტორიას დაემონი თავიდან დიდად არ მოეწონა, ამ ორმა ერთმანეთს ისე გაუგეს და იმდენი საერთო გამონახეს, დაემონმა ბოლოს უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრაზე წაიყვანა იმ იმედით, რომ წესიერი მოლაპარაკების დასადებად მოეხმარებოდა, - ეს სახლები კი მიწისქვეშეთის დანარჩენ სხვა მობინადრეს ეკუთვნის, აქ ყველა ერთმანეთს იცნობს და არ არჩევენ ერთმანეთს იმით თუ რომელი რომელი კლანიდანაა, ახლა კი მხოლოდ იმის გაგება დაგვრჩა თუ რომელია იმ კაცის სახლი..

- აი, ის.. - ესავმა ხელი ვიწრო არხთან მდებარე შავკარიან სახლზე ანიშნა. მას კი ზედ სამი პატარა ზომის ვარსკვლავი ეხატა. ესავმა მარტივად გამოიცნო რადგან სახლის თითოეულ ფანჯარას ფარდები ჰქონდა ჩამოკიდებული და იმისდამიუხედავად, რომ ძალიან ცხელოდა არცერთი ფანჯარა ღია არ იყო. ამასთან ერთად ვარსკვლავი ვამპირების ნიშანია, - ვარსკვლავი ღამის შვილების ნიშანია, ვამპირებს არ შეუძლიათ მზისთვის თვალის გასწორება და ჩვენ მას ვერ ვხედავთ, - ეს თქვა და გაიღიმა, უფროსწორად ეცადა გაღიმებას. ძარღვებშს შიმშილი უწვავდა, ისეთი შეგრძნება იპყრობდა, თითქოს კანქვეშ გავარალებული სადენები მიიკვლევს გზასო.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now