თავი 19- " ბასრი წვეტი "

55 8 24
                                    

ყველაზე მეტად ამ თავში ის მაინტერესებს თუ რას ფიქრობთ ეირლისზეე, პასუხი გამეცით მაშინ როდესაც წაკითხვას დაასრულებთ 😉💘

༒︎༒︎༒︎

- სინათლის მაძიებელი ვამპირი? - ვიქტორიას ნათქვამი დააზუსტა რაიანამ და იმისათვის რომ ესავი არ გაქცეულიყო ბიჭს ხანჯალი უფრო მჭიდროდ მიაჭირა ყელზე.

- როგორც გაიგე, - თქვა ჯერ კიდევ კედელზე აკრულმა ესავმა და გოგონას ზემოდან დახედა, - ახლა კი წითურო იქნებ პატივი დამდოთ და თქვენი ხანჯალი ჩემს ყელს მოაშოროთ? - რაიანამ ბიჭის კისრიდან ხანჯალი აიღო შემდეგ კი იქაურობას თვალი მოავლო.

- რატომ დაგვესხით თავს? რა მიზანი გამოძრავებდათ? - ვიქტორიამ მხრები აიჩეჩა.

- ბნელი ელფები გვეგონეთ, - თქვა გოგონამ, - ბნელი ელფები სინათლის მაძიებელ ვამპირებზე ნადირობენ, ჩვენ კი მათ ვემალებით, ვებრძვით, ვკლავთ ან გვკლავენ, - ფინჯნიდან სისხლი მოსვა და ტუჩები გაილოკა, - თქვენ კი შუა ღამით ჩვენს ტერიტორიაზე დაძრწოდით. - აი აქ კი ვეღარ გაამტყუვნებდა ვიქტორიას რაიანა, ისარიუსს დაუჯერა, მიენდო და ბოლოს ბიჭმა სადამდე მიიყვანა? ისარიუსის გახსენებაზე იქით გაიხედა საიდაც ბიჭის გონებამიხდილი სხეული ესვენა. ისარიუსი დივანზე იწვა, ტანისამოსი ბრძოლისას გახეოდა, ბეწვის ქურქი კი სისხლით მოსვროდა, სისხლით რომელიც შუბლიდან მაშინ წასკდა როდესაც ვიქტორიამ თავში ძლიერად დაჰკრა ქვა. - იქნებ პატივი დაგვდოთ დაუპატიჟებელო სტუმრებო და თქვენი ვინაობა გაგვიმხილოთ? - გოგონამ ღრმად ჩაისუნთქა და საკუთარი თავის წარსადგენად მოემზადა.

- მე რაიანა რეიეს ვორტიგერნი ვარ, - გოგონას ვინაობის გაგებისას ვიქტორიას სხეულში რაღაცამ ელექტროენერგიისავით დაჰკრა, ის ხომ ახლა ერთ - ერთი სამეფოს წევრის წინაშე იდგა.

- შენ კურანკანის სამეფო სისხლის წარმომადგენელი ხარ. - თქვა ესავმა, რაიანამ კი თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. ვიქტორიამ კი მზერა რაიანადან ისარიუსზე გადაიტანა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now