თავი 34- " ღამეული შეტაკება "

Start from the beginning
                                    

- როგორ უნდა გავარკვიოთ თუ ვინ არის ბელადი, - ნიკაპი მოისრისა ელეაზარმა და იქაურობას თვალი კვლავ უხალისოდ მოავლო. დიდი ხანი გავიდა იმის შემდეგ რაც ესთრიის ამ ნაწილს ბოლოს ესტუმრა და ცდილობდა თითოეული ადგილი გაეხსენებინა რასაც კი მისი ხედვის არე წვდებოდა.

- მთავარ ბელადს მკერდზე მზისა და მნათობი ვარსკვლავების ნიშანი აქვს, - თქვა რეიანამ, - ეს ძალაუფლების ნიშანია, აღნიშნავს იმას, რომ ბელადი ტომებში ყველაზე ძლიერია.

წამიერი სიჩუმე ჩამოვარდა, ყველა იმაზე ჩაფიქრდა თუ როგორ უნდა ეპოვათ მთავარი ბელადის საძინებელი ოთახი.

ბოლოს ელეაზარმა და რეიანამ ჯერ ერთმანეთს, შემდეგ კი მათ გვერდით მდგომ ეირლისს ზემოდან დახედეს.

- არა, - თავი გააქნია გოგომ, - არა!

- კი, მაგრამ..

- არა ელეაზარ ჯაშუშის როლს ვერ მოვირგებ! - ელეაზარმა თვალები გადაატრიალა.

- ჩვენს შორის ყველაზე დიდი შანსი შენ გაქვს, - რეიანამ წყვეტილად ამოისუნთქა, - მე ტატუ მაქვს რაც იმას ნიშნავს რომ უვარგისი ვარ, ელეაზარი ბიჭია, ბელადი გეი ნამდვილად არ იქნება, ერთადერთი იმედი შენ ხარ.

ეირლისმა ხელები ჩაიქნია, შემდეგ კი თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. არაფერი დაშავდებოდა, უბრალოდ ბელადს საწოლში შეიტყუებდა, შემდეგ კი მოკლავდა,ეს ყველაფერი კი მომთაბარეების ტომში ერთგვარ აურზაურს გამოიწვევდა. იცოდა რეიანამ, რამდენი ყალბი მოსამსახურე ეყოლებოდა ბელადს, იცოდა თუ როგორ დაუპირისპირდებოდნენ ისინი ერთმანეთს იმისათვის, რომ ბელადის ტიტული მოეპოვებინათ თუ ბელადის მოკვლას ეირლისი შეუმჩნევლად შეძლებდა, მოახერხებდნენ და რამენაირად აქედან ცოცხლები გავიდოდნენ, მთელ აურზაურს კი დანარჩენ მომთაბარეებს დაუტოვდნენ.

მანამ სანამ რეიანა ეირლისს უხსნიდა თუ როგორ მოქცეულიყო, ელეაზარი გაშიშვლვებული ხის ტოტებს ქვეშ იჯდა თოვლს ხელით ნელ - ნელა ეხებოდა და ფიქრს მისცემოდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now