თავი 33- " ვესპერსისი "

Start from the beginning
                                    

- შეგიძლია ის გადამითარგმნო? - ელეაზარმა თითი ხმლების გვერდით ამოტვიფრული იეროგლიფებით გაფორმებული წარწერისკენ გაიშვირა.

- " ნაგინეტ დე დიურეტ, "- ეირლიმა მახვილი კედლიდან ჩამოხსნა. მახვილის ბოლო იატაკს დააბჯინა, მახვილის პირი მის თავზემოთ აღიმართა, წვრილი თითები კი მახვილს ტარზე მაგრად შემოჭიდა, რათა იგი მტკიცედ დაეჭირა, - მახვილის სტილია, მახვილი რომელსაც მოღუნული ბოლო აქვს და თითქმის შუბის სიგრძეა.

- ახალი მახვილის შეძენის სურვილი გაქვს? - იკითხა ელეაზარმა ეირლისმა კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

- ამასწინ ვარჯიშისას, - ცდილობდა ენიდთან მომხდარი ამბავი ისე მოეყოლა სიცილი, რომ არ აეტეხა, - ენიდმა მითხრა მახვილი არ გივარგაო, - ელეაზარმა გაიცინა, - შვიდი წლის ბავშვმა მითხრა მახვილი არ გივარგაო, ჰო ნამდვილად დროა მახვილი შევცვალო.

დახლის უკან მდგომმა ქალმა გაიცინა. ეირლისი კი შემობრუნდა და ქალი ფეხის თითებიდან თავამდე კარგად აათვალიერა.

- მაშ, ყველაზე კარგ ადგილას მოსულხარ სადაც შეგეძლოთ, რომ წასულიყავი.

- თქვენი მაღაზიაა? - ჰკითხა ეირლისმა და მახვილს ხელი ტარზე უფრო ძლიერად მოუჭრა შემდეგ კი მახვილის ფხა უფრო კარგად შეამოწმა.

ქალმა კი საპასუხოდ გაუღიმა.

- დიახ, მე ჰელინი ვარ. ჰელინ ამაბუელი.

ეირლისმა ხელი კედელზე ჩამოკიდებული გაცილებით უფრო პატარა ზომის მახვილისკენ გაიწოდა. მახვილის ბასრი წვერი შორიდან ისე ჩანდა, თითქოსდა დაფხაჭნილი იყო, მაგრამ არა, მახვილი დაფხაჭნილი არ იყო, მახვილზე სხვადასხვა სახის რუნები ეხატა. მათთვის უცნობი, ისეთები რომლის მნიშვნელობაც არც ელეაზარმა და არც ეირლისმა იცოდა.

- რუნებია, - ახსნა იწყო ჰელინმა, - მაგრამ არანაირი ახლანდელი რუნა არ არის.. ეს რუნები ისაკანის მეფობის დროინდელი რუნებია. ძალიან ძველი და ძალიან ძლიერი.

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now