თავი 11- " გონების მიძინება "

Start from the beginning
                                    

- როდის დაბრუნდი? - გაიღიმა იაითიმ და მეუღლეს ბაგეებს ნაზად ეამბორა. ისე, რომ ისაკანს ხმის ამოღება არ აცადა იაითიმ საუბარი გააგრძელა. - აბა რას ფიქრობ? არაჩვეულებრივია არა? - ისაკანმა მზერა იქით გააპარა სადაც იაითი უთითებდა და მალევე შენიშნა, სასახლის ეზოში არხეინად მორბენალი ოთხი დრაკონი რომელიც ყვავილებში ეფლობოდა და ყვავილების ტკბილ, თაფლისმაგვარ სურნელს ჰაერს ნელ - ნელა ურევდა.

- მამა დღეს მაინც მომცემ ნებას გალარონთან ერთად ვითამაშო? - საყვარლად დააფახუნა თვალები დრეიდენმა, ისაკანისგან თანხმობა მიიღო თუ არა ადგილიდან მოწყდა და უზარმაზარ დრაკონს ძლიერად შეეჯახა, დრაკონს დრეიდენი ძლიერ უყვარდა ამიტომ ბიჭს მაისურში კბილი გამოჰკრა და მარტივი მოძრაობებით დრეიდენი ზურგზე შეიგდო.

- პატარა ონავრებო ნელა! - შეჰყვირა იაითიმ ცაში აჭრილ დრაკონს და თავის ვაჟს შემდეგ კი ალარონს მიეფერა.

- ეს დრაკონი მუდამ ასეთი ცანცარა დარჩება. - ჩაიცინა ისაკანმა, ცოლს წელზე ხელი შემოჰხვია და მინდორზე მასთან ერთად წამოწვა.

- დრო მიდის.. - სევდა ჩაეღვარა თვალებში იაითის და მეუღლის ფართო ხელებს თავისი წვრილი ხელები მჭიდროდ ჩასჭიდა.

- რას ნიშნავს დრო მიდის? - წარბები შეჭმუხნა ისაკანმა და იაითის სახე ხელებში მოიქცია. - რატომ საუბრობ ისე თითქოს მალე წასვლა მოგიწევს? - იაითიმ, ისაკანის ხელები სახიდან მოიშორა შემდეგ კი მის ბაგეებს დააძგერდა.

- ვწუხვარ, ყველაფრისთვის ვწუხვარ..

- ნუ სულელობ, არაფერი არ გაგიკეთებია ისეთი, რომ წუხდე, მითუმეტეს ჩემს წინაშე.

- დრეიდენს მიხედე კარგი? - უკვე ხელების კანკალი იწყო იაითიმ და ისაკანს თხოვნით აღსავსე თვალებით შეხედა.

- ნუ სულელობ ჩვენს ვაჟს მე და შენ ერთად მივხედავთ. - ისაკანმა იგრძნო თუ როგორ გამოეცალა ფეხქვეშ მიწა, ხელი გაიწვდინა იმისთვის, რომ იაითის ჩაჭიდებოდა, მაგრამ ამაოდ..
იაითი სადღაც აორთქლდა, ხოლო ისაკანმა სიზმრის სამყაროდან დაიხსნა თავი. როდესაც გონს მოვიდა იატაკზე გაშხლართულიყო, ცივ ოფლში ცურავდა, მას კი თავზე გალარონი დადგომოდა რომელიც ცდილობდა გაერკვია თუ რა ჯანდაბის გამო ყვიროდა რამოდენიმე წამის წინ ისაკანი..

მიწისქვეშეთის გასაღებიWhere stories live. Discover now