თავი 4- " არასწორი სვლა "

Bắt đầu từ đầu
                                    

- ამ მახვილის მფლობელი პრინცესა ეირლისია! დაიმახსოვრეთ ხმლის მმართველი თქვენი პრინცესა ეირლისია! ნუ იფიქრებთ, რომ მას ვერ დაეუფლება იმის გამო, რომ ქალია ნუ დაგავიწყდებათ ზუსტად ამ ქალმა ამოაძვრინა მახვილი და ვერავინ ვერ შეეხება ამ ხმალს მის გარდა! - ხეიდენმა ისარიუსს ზიზღით გახედა შემდეგ კი ეირლისის უგონო სხეული სასახლისკენ წაიყვანა.
მას უკან აღარავინ აღარ გაჰყოლია რადგან ამის თავი აღარავის აღარ ჰქონია. ხეიდენმა გოგონა საკუთარ ოთახში აიყვანა და საკუთარ საწოლში დააწვინა, ლეიბი კარგად გადააფარა, შემდეგ კი თეთრ თმებზე ხელი დაუსვა. - კარგად იმუშავე, მიწისქვეშეთის გასაღებო.. ძალიან კარგად.. - გოგონას სახეზე მიეფერა, შემდეგ კი საკუთარ ნაიარევებს დახედა.
ალბათ დაგაინტერესათ რა დანიშნულებას ასრულებს ხეიდენის ნაიარევები? რატომ გააჩნია სხეულზე ამდენი ნაიარევი? ეს მართლაც საინტერსოა, მაგრამ მგონი ხეიდენის ნაიარევების დანიშნულებაზე უფრო მეტად დაგაინტერესებთ ის თუ რა დანიშნულებას ასრულებს თავად ხეიდენი.
საინტერესოა.. რადგან ხეიდენი და თიდერიუსი ამ სამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმისთვის რამოდენიმე საუკუნის წინ მოევლინა, სწორებ ამ დღისთვის და სწორედ ამ დასაწყისისთვის კი ას წელზე მეტია იცდიან.. ეირლისი მიწისქვეშეთის გასაღებია, რომელიც წინასწარმეტყველების წიგნის თანახმად იქნება გამანადგურებელი მიწისქვეშეთისა, ამას ძალიან ძველ წიგნში ამოტვიფრული რამოდენიმე ფრაზაც კი ადასტურებს: " და მოევლინება მიწისქვეშეთსა გოგონა რომელიც ააწიოკებს მასსა და დასთესს ქაოსს მიწაზე რომელიც შექმნან წმინდანმა ღმერთებმან. "
ხეიდენსა და თიდერიუსს კი სჯერათ, რომ ეირლისი მიწისქვეშეთის განადგურებისთვის არ მოვლენილა ამ სამყაროს და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო, მისთვის მცველების გამოყოფა, რომლებიც დაიცავს მას რაც არ უნდა მოხდეს, საფრთხეს თავიდან აარიდებს მას და იზრუნებს იმ ფაქტზე, რომ მიწისქვეშეთის გასაღები უსაფრთხოდ იქნებოდა იმ სამყაროში რომელიც უამრავ განსაცდელს მოუმზადებდა მას.
ხეიდენი და თიდერიუსი კი მათ საქმიანობას პირნათლად ასრულებდნენ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სამეფო ტახტი ხეიდენის მმართველობაში არ იყო..
ხეიდენის ნაიარევების დანიშნულებაც სწორედ ეგაა როდესაც წინასწარმეტყველების აღსრულების რაღაც ეტაპი დგება რომელიღაც ნაიარევი ნათდება შემდეგ კი ქრება.
პირველად ეს იმ დღეს იგრძნო მიწისქვეშეთს ეირლისი, რომ მოევლინა მაშინ განათდა მისი სხეულის რაღაც ნაწილი პირველად და მაშინ გაიაზრა, რომ დაიბადა ის ვის დაბადებასაც ასე შიშობა.. ასე შიშობდა სამი საუკუნის განმავლობაში..
იმ ღამეს ნათელი ოკეანის სამეფოში ჩუმად შეიპარა და საკუთარ ვერცხლისფერ საწოლში მძინარე ეირლისს დახედა. გოგონას თითი გაუშვირა და სახეზე ნაზად შეეხო მაშინვე იგრძნო რაღაც ელექტრონული ძალის დავლა სხეულში, იგრძნო ენერგია რომელსაც რამოდენიმე საათის დაბადებული ბავშვი გამოყოფდა, იგრძნო ისეთი რამ რაც ცხობრებაში არაფერი უგრძვნია..
კიდევ დიდხანს დარჩებოდა და ბავშვს დააკვირდებოდა, რომ არა ოთახში შემოსული დანიერისია.
გოგონას დაბადების შემდეგ ხეიდენი თვალს ადევნებდა ეირლისის ცხოვრებას და ზრუნავდა მის უსაფრთხოებაზე, წლების მანძილზე ყოველთვის ცოცდებოდა ხოლმე აივანზე და გოგონას აკვირდებოდა, რწმუნდებოდა იმაში, რომ მას რაიმ არ უჭირდა, რომ რაიმე არ ემართებოდა, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა და ასე გააგრძელებდა კიდეც, კიდევ დარჩებოდა გოგონასთან, მაგრამ იმ წელს ბნელი ოკეანის სამეფოში უდიდესი პრობლემები წამოიჭრა, ნახევარ ელფებს პრეტენზია გაუჩნდათ იმაზე, რომ ხეიდენმა სამეფოს ძველი სისხლი გადააშენა.
ფიქრობდნენ, რომ ხეიდენს ტახტიდან ჩამოაგდებდნენ და ამით მას გაამწარებდნენ, მაგრამ არასწორი სამიზნე შეარჩიეს.. ხეიდენი ხომ თავად წმინდა დრაკონის გალარონის მმართველი იყო, ის იმაზე გაცილებით ძლიერი იყო როგორიც ხალხს ეგონა.
მანამ ეცადა სიტუაციის ჩაწყნარებას, ეცადა ეს ყველაფერი სისხლისღვრის გარეშე ჩაეწყნარებინა. ბოლოს კი როდესაც ხალხმა მისი სიმშვიდე და გაწეული მოწყალება ვერ დაინახა და ვერ გაიაზრა, ნახევარ ელფების ჯარს თავისი რისხვა დაატეხა.
მარტომს დახოცა ასობით ნახევარ ელფი, უპატივცემულოდ მოქცევისთვის, ღალატისთვისა და შეურაცხყოფისთვის ხეიდენმა საკუთარი ორი ხელით დათხარა თვალები მთავარსარდალს შემდეგ მათი გვამები დაწვა, თვალები კი ველურ ცხოველებს საჭმელად მიუგდო.
იმ დღეს ხალხმა პირველად იხილა ასეთი მეფე, ასეთი სასტიკი.. ასეთი უმოწყალო.. იმ დღეს პირველად დაინახეს და გაუსწორეს თვალი იმ ფაქტს, რომ მათი მეფე უდიდეს მეფეებს შორის ერთ - ერთი უძლიერესი იყო, მაშინ ცეს თაყვანი ხეიდენს ისევე როგორც მათ მეფეს და მაშინ ადიდეს სახელი მეფისა რომელიც მის ფეხებთან დაჩოქილ ათასობით მოქალაქეს დაჰყურებდა.

მიწისქვეშეთის გასაღებიNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ