[8]

569 64 41
                                    

Buonasera  🍸

სადღაც მეცხრე კლასში ახალ სკოლაში, რომ გადავედი, რაღაცით ხომ უნდა მომეპოვებინა რეპუტაცია და მოვიტყუე სინესთეზია მაქვს მეთქი. ეგაა, როცა ხედავ ფერს, უკავშირებ რამე ხმას, ან როცა გესმის ხმა, რომელიმე რიცხვს უკავშირებ და ასე შემდეგ. აი, ლურჯი ფერი არის რვიანი და ეგეთები, ვიგონებდი გზადაგზა.

აბა ჩემზე თქვი რამეო, მეუბნება ივი - ლამაზი ბიჭი იყო მდიდარი ოჯახიდან, კარგადაც აცმევდნენ. მეთქი შენ ოქროსფერი ხარ, რიცხვებიდან შვიდი, ცხოველებიდან არქტიკული მელა და ეგეთები ვუთხარი. სულ VIP-ები
შევურჩიე. მოეწონა, ესიამოვნა და შესვენებაზე კომბუჩა მიყიდა.
ერთი ორი დღის მერე მოდის ივი თავისი ოქროსფერი შემოსაცვამით, ხოლო ჩანთაზე მელიების ნახატები
აქვს. ქვეცნობიერი ამბავია რა და მეუბნება, აბა მიდი კიდე რამე მოყევი რამე ჩემს თავზეო. ამას მშობლებმა პერსონალური თვითგამორკვევის ინსტრუმენტები არ მისცეს და საჭიროება აქვს ახლა, რომ მე შევუდგინო. მეც რაღაცებს ვეუბნები აქა-იქ ჰოროსკოპივით. შენი მანქანაა აუდი და შენი ყვავილია გიაცინტი და ივასაც დავყავარ ხან მაკდონალდსში, ხან უფრო ძვირიან ადგილებშიც.

ერთხელაც სახლში მიმიპატიჟა. მამაჩემს მოვუყევი და ძალიან
დაინტერესდაო, აინტერესებს
მაგასაც, რომ რამე უთხრაო. აღარ მოვყვები ახლა, როგორი სახლი ჰქონდათ ივის მშობლებს. იმას ვიტყვი მარტო, რომ დობერმანები მანდ ვნახე პირველად. მამამისი კიდე რაღაცნაირი კაცი იყო, ბორის ჯონსონის და დონალდ ტრამპის ნაზავს ჰგავდა. მეუბნება, ერთი რამე მაინტერესებს მარტო, მე როგორც ლიტერატურის დიდი დამფასებელი ადამიანი იმას გკითხავ მხოლოდ, რომელი წიგნი
ვარ შენი სინესთეზიის მიხედვითო. ვუყურე, ვუყურე და ვეუბნები: პაკ დენიელის "ბუსანის
დამცავი ენერგოველები ანუ
კორეის ფარული ისტორიის
ნარკვევი; ტომი პირველი :
ედუარდი"

დაფიქრდა. ნაღდად ეგო? კი - მეთქი. მაგასა და "ბჰაგავადგიტას" შორის ვყოყმანობდი, მაგრამ ახლა
ცხადად ვხედავ - მეთქი. დააქნია თავი. კიდე პატარა ხანი გავჩერდი,
შევჭამე ქუნჟუტიანი კრუასანები და  წამოვედი.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Dec 10, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now