[3]

535 84 37
                                    


ახლა ისე ვარ თითქოს ცხოვრებაში რაღაც დიდ გეგმას მივყვები. ვიცი სადაა ბოლო წერტილი, დაახლოებით წარმომიდგენია როგორი უნდა ვიყო. ისიც ვიცი რას უნდა მივაღწიო, მაგრამ კონკრეტულად აი, ახლა მაგ გზის რა ნაწილში, რა ეტაპზე ვარ, წარმოდგენა არ მაქვს.  მარტო გამოცნობა შემიძლია. აქედან გამომდინარე აღმოვაჩინე, რომ ჩემი ეს მდგომარეობა ძალიან წააგავს ტაქსით მგზავრობას.
როცა იცი სად აპირებ ჩამოსვლას, მაგრამ იმ წამს, რომ გაარკვიო სად ხარ, უნდა იკითხო ან რუკას დახედო, ფანჯრებში გაიხედო, გამოიცნო რა ადგილია და ასე შემდეგ. ეგ კი ხანდახან უბრალოდ გეზარება.

ჰოდა მივდიოდი მეც ამ ჩემი ცხოვრების ტაქსით, თავიდან ვამოწმებდი აბა სად ვარ, ხომ სწორად მივდივარ მეთქი. მომენტს ველოდები ფეხის კომფორტულად გასაშლელად,  მაგრამ აღმოაჩენ, რომ თურმე ტაქსისტი განმსჯელად და საყვედურით გაკვირდება. მე კი გაჭედილი ვარ ერთ ადგილას, სადაც აღარ მსიამოვნებს არც ჯდომა და არც მასთან ერთად მგზავრობა.

და ყველაზე ცუდი იცით რა არის? როცა გადავწყვიტე გამეხედა ფანჯრიდან, აღმოჩნდა რომ ჰანსონგში ვარ. როდის აღმოვჩნდი აქ? რატომ არ მითხრა ან შემამზადა ვინმემ?
- შეგეშალათ ? სხვაგან მიდიოდით?
- ეეეჰ. საქმეც ეგაა, რომ არ შემშლია, მაგრამ ნეტა შემშლოდა.
ნ ე ტ ა       შ ე მ შ ლ ო დ ა.

ჯონგუკის სიტყვებმა ისეთი შოკი მომგვარა გაოცებისგან ჰაერი გადამცდა და ლამის გუგები გადმომცვივდა. ამას კი ის ფაქტი ემატებოდა, რომ თავი არ შეუწუხებია ეთქვა რა იქნებოდა შემდეგ. შეცვლიდა თუ არა ეს ფაქტი ჩვენს ურთიერთობას, მომავალს ან ცხოვრებას. აი, ასე უბრალოდ მომშორდა და არც კი შემოუხედავს ისე დაახვია და დამტოვა სამზარეულოში მარტო.

გონს მაშინ მოვეგე, როცა მისი მათრობელა სურნელი გაიფანტა. პანიკაში ჩავვარდი და გიჟივით საკუთარ თავს ვწყევლიდი "არა! შეუძლებელია! ეს ვერ იქნება სიმართლე! ამდენ ადამიანში რატომ მაინცდამაინც ის ახვარი ნაბიჭვარი? რატომ ის ნამუსგარეცხილი მამრი და არა სხვა?! ნუთუ დედამიწაზე კეთილსინდისიერი ალფა გამოილია?!"

ჭეშმარიტიWhere stories live. Discover now