შემოდგომა

82 4 0
                                    

1.

უეცრად ამოვარდნილი ქარი ღია ფანჯარას წინ და უკან აქანავებდა და ძლიერად ანარცხებდა ჩარჩოზე.ლილის ადგომა უნდოდა.ათჯერ მაინც გაიფიქრა უნდა წამოვდგე და დავკეტო სანამ შუშა ჩამოიმსხვრევაო,მაგრამ არაფრის თავი ჰქონდა.

ზუსტად ოთახის შუაში იწვა,ყავისფერ განიერ დივანზე.სახლში შემოსასვლელ კარსა და ღია ფანჯარას შორის.ქარი ზუზუნებდა,სადარბაზოდან წამოსული ნიავიც ემატებოდა ამ ყველაფერს და ორპირის გამო,საგულდაგულოდ ჩარაზული რკინის კარი ადგილზე ისე ძაგძაგებდა,თითქოს საცაა ანჯამიდან უნდა ამოვარდესო.

დივანზე მწოლიარე გოგონას მარჯვენა ხელი თავქვეშ ამოედო.მეორე ხელით კი ხელსახოცების ყუთი ეჭირა რათა ცრემლები შეემშრალებინა.უკვე გამოყენებული ხელსახოცები თითქმის მთელს ოთახში ეყარა.თავიდან იქვე ახლოს აწყობდა დაბალ სკამზე,რომელზეც წყლის ბოთლი იყო შემოდგმული,მაგრამ ქარმა მისი ცრემლებით დასველებული და უშნოდ დაჭმუჭნული რბილი ქაღალდები აქა-იქ მიმოფანტა.

მოულოდნელად კარზე ზარი დარეკეს.
ლილიმ ძლივს შეძლო ყელის ოდნავ მოღერება რათა დაეძახა რომელი ხარო,მაგრამ ზუსტად ამ დროს ფანჯარა კიდევ ერთხელ დაბრახუნდა და მისი ხმა შთანთქა.გოგონა მიხვდა რომ სხვა გზა არ ჰქონდა,უნდა ამდგარიყო.

გაჭირვებით წამოდგა ფეხზე.ზედმეტად მიეჩვია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰორიზონტალურ პოზიციას.თითქოს ნაბიჯების გადადგმა დავიწყებოდა.ახლად ფეხადგმულივით გაიარა მანძილი ფანჯარამდე,სწრაფად დაკეტა,ხოლო როცა ზარის რეკვას უმატეს და კაკუნიც გაძლიერდა.მხრებში გაიმართა და ოთახის მეორე მხარეს მიაშურა.

-ცოცხალი ხარ?-შეაგება კითხვა კარის გაღებისთანავე მისმა ძმამ.უკან კი,ორ გოგოსაც მოჰკრა თვალი.

-ლილი გვეგონა რამე დაგემართა,ორი დღეა ტელეფონზე არ გვპასუხობ,ასე როგორ შეიძლება?-ეუბნებოდა შეწუხებული სახით თინი.

ოთხი სეზონი Where stories live. Discover now