ზაფხული

80 6 2
                                    

4.🔞

ცხელი დღე იყო.ჯერ ისევ დილა მაგრამ ტემპერატურა უკვე +30 გრადუსს გადასცდენოდა.მწველი მზის სხივებისგან შეღონებული ლილი სანაპიროზე იწვა,სანახევროდ წყალში.ფეხები ოდნავ დაეშორებინა ერთმანეთს და ხელებიც განზე დაეწყო.ყოველ ჯერზე როცა მსუბუქი ტალღა დაარტყავდა მის სხეულს,ცივი წყალი იღლიებში უღიტინებდა და სიცილს ძლივს იკავებდა.

თავიდან შეზლონგზე ნებივრობდა,იქ სადაც თინი და ნანიკო ირუჯებოდნენ მასთან ერთად.მაგრამ მერე ისე შეაწუხა სიცხემ,საათის ისარი თორმეტს მიუახლოვდა თუ არა ჰაერი ისეთი დახუთული გახდა,წყალში ჩაწვა რათა გაგრილებულიყო.

-შენ მე გამაგიჟებ-მოესმა უცბად გოგონას ხმა და თვალები გაახილა-კაცმა რომ გკითხოს ვერ იტან შენს ჭორფლებს და მზისთვის კი მიგიშვერია სახე-უთხრა ნიკამ და ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.ლილიმ თავი ოდნავ წამოსწია,საკუთარ ძმას ყურადღებით დააკვირდა და ღიმილით მიუგო:

-ვისზე რას ამბობ?შენ ჩემზე უარეს დღეში ხარ,აბა წადი სარკეში ჩაიხედე-ნიკამ თავი გააქნია დის პასუხზე და უკან გაბრუნდა.

-აიბარგე,სახლში მივდივართ-გამოსძახა ცოტა ხნის შემდეგ და გზა განაგრძო.ბიჭს ეუცნაურებოდა რომ ამ ბოლო დროს ლილიმ არა მხოლოდ მაკიაჟის ტარებას უკლო,არამედ მზის გულზე ქუდის და სათვალის გარეშე წოლით,თითქოსდა განგებ ცდილობდა ჭორფლების შეტყობას.თვითონ არასდროს ყოფილა საკუთარი ვიზუალით უკმაყოფილო,პირიქით,მოსწონდა კიდეც ყავისფერი წინწკლები მის სახესა და მხრებზე,ფიქრობდა რომ ისინი განსაკუთრებულს ხდიდა,მაგრამ მისი უფროსი დის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით იყო ყოველთვის,დიდხანს ეზიზღებოდა გოგოს საკუთარი გარეგნობის ეს ნაწილი,ახლა კი უცბად რაღაც შეიცვალა.

ივლისი იწურებოდა,სასწავლო წელი დასრულდა.მხოლოდ გამოსაშვები საღამოღა ელოდათ წინ და ზურა,თინი,ნანიკო და ლილი უკვე ოფიციალურად კურსდამთავრებულები იქნებოდნენ.მათმა ერთმა მეგობარმა,ლევანმა,რომელიც ასევე მათი კურსელი იყო პირველ წელს(როცა ყველამ ერთმანეთი გაიცნეს),უბრალოდ სპეციალობის შეცვლის გამო ხშირად ვეღარ ურთიერთობდა ბავშვებთან,თავისთან დაპატიჟათ რამდენიმე დღით.ფოთში დაკეტილი სახლი მაქვს და არავინ შეგვაწუხებს კარგად გავერთობითო.
ასე აღმოჩნდნენ ყველანი აქ.ჩასვლის დღეს მთლიანად დალაგებას მოუნდნენ.

ოთხი სეზონი Where stories live. Discover now