გაზაფხული

111 8 2
                                    


3.

ხასხასა მწვანე მოლზე პლედია გაშლილი და ზედ თვალებ დახუჭული გოგონა წევს.გრძელი,ცეცხლისფერი დალალები ბალახზე გადაჰფენია და ჭრელი კაბის კალთები გვერდებზე შემოუკეცავს.ასე ჩაცმა ჯერ ნამდვილად ადრე იყო,მაგრამ ლილიმ თავი ვერ შეიკავა როცა ბავშვებმა სიტყვა „პიკნიკი" გააჟღერეს.ახლა კი,საშინლად სციოდა თავისი ახირების გამო რომ ბუნებაში მეგობრებთან ერთად აუცილებლად მსგავსად ჩაცმული უნდა წასულიყო.

გრძელი კაბის ქვეშიდან შიშველი წვივები მოუჩანდა რადგან ფეხსაცმელიც შესაფერისი ჩაუცვამს,დაბალყელიანი,თითქმის კოჭამდე,რბილი ძირით და თასმებით,თითქოს მისთვის აუცილებლობას წარმოადგენდა რომ ზუსტად ისე გამოწყობილიყო როგორც ფილმებში იცვამენ საპიკნიკოდ წასულები.

რამდენჯერმე იფიქრა წამოდგომა რაიმეს მოსაფარებლად,მაგრამ დაეზარა.იმ სიმყუდროვის დარღვევა არ სურდა,რომელიც ახლადგამოღვიძებულ ბუნებასთან ურთიერთობით შეიგრძნო.
სულ მალე ხელებზე ჟღალი ბუსუსები ყალყზე დაუდგა და ერთი-ორჯერ გააკანკალა კიდეც სიცივისგან.აპრილს ჯერ კიდევ შერჩენოდა მარტისგან გამოყოლილი სუსხი.ის კი არა,როდესაც წამოსვლა დაგეგმეს წინა ღამით ცოტა იწვიმა მათდა საუბედუროდ,ამიტომ რაც შეიძლებოდა სქელი დასაფენი ჰქონდათ წაღებული თან,რათა ცვრიან ბალახზე ჯდომისგან რომელიმე არ გაციებულიყო.

-სად ჯანდაბაში არიან ამდენი ხანი?-მოესმა ლილის ზურას ქოთ-ქოთი.

-დამშვიდდი,ჯერ ახლა არ წავიდნენ?-უთხრა მეგობარს თვალგაუხელლად.ცდილობდა სმენა იმ რამდენიმე ბეღურის ჭიკჭიკისკენ მიემართა რომლებიც შორი-ახლოს დაფრინავდნენ.

საქმე იმაში იყო რომ სიწყნარე და ხმაურისგან თავის დაღწევა იმდენად უნდოდათ,ლისის ტბაზე ასულებმა,ხალხმრავლობა უკან მოიტოვეს და პატარა ტყესავით ტერიტორიას მიადგნენ სადაც ვერავინ შეაწუხებდათ.მაგრამ როდესაც ყველაფერი ამოალაგეს ჩანთებიდან,რათა სუფრა გაეშალათ და შემდეგ დაესვენათ,ზურამ აღმოაჩინა,რომ ჭიქების ყიდვა დავიწყებია.

ოთხი სეზონი Where stories live. Discover now