3. გაყალბებული სიკვდილი?

103 14 13
                                    

ნარას დღე გამთენიისას იწყება.
დგება და ტანსაცმელს იცვამს.შავი შარვალი და ამავე ფერის ბრეტელიანი მაისური.
შემდეგ ვილის ეზოში ცოტახნით გადის და ავტოფარეხისკენ მისეირნობს,სადაც უამრავი მანქანაა.

ნარა ამჯერად წითელ მუსტანგზე აკეთებს არჩევანს,ძრავს,ჯდება და საკუთარი კომპანიისკენ მიდის.

- დილამშვიდობისა ქალბატონო ნარა. - ესალმება კაბინეტში შესულს მინჰო.

- გამარჯობა.ჯიმინი ჯერ არ მოსულა?

- მალე აქ იქნება. - პასუხის მიღების შემდეგ ნარა სავარძელში ჯდება და ახალ ფურცლებს დაჰყურებს მაგიდაზე,რომლებიც უკვე ნერვებს უშლის,თუმცა მაინც ათვალიერებს და რამდენიმე მათგანს ხელს აწერს.

ნარას მისვლიდან ხუთ წუთში ჯიმინი კაბინეტში შედის.

- დილამშვიდობისა პარტნიორო! - ღიმილით ეგებება ბიჭი ნარას.

- გამარჯობა ჯიმინ.კარგ დროს მოხვედი.

- მიხარია.აბა დღეს რა გეგმები გვაქვს? - კითხულობს ჯიმინი და ნარას დივანში ესვენება.

- პირველ რიგში დღეს იარაღების ახალი პარტია გადმოდის საზღვარზე,უნდა დავრწმუნდეთ რომ სამხილები გაქრება,შემდეგ კი ნარკოტიკების წამოსაღებად უნდა წავიდეთ.შენსკენ რა ხდება? - გეგმაც აცნობს ნარა.

- დიდი არაფერი,ნარკოტიკების წამოღების შემდეგ ჩემთან შევიაროთ და გავასაღოთ. - თვალს უკრავს ჯიმინი და დგება.ბიჭს შავი შარვალი და მუქი შინდისფერი ზედა აცვია.შარვალს ისწორებს და ნარასთან ერთად ოთახს ტოვებს.

- მინჰო,დარწმუნდი რომ იარაღები უსაფრთხოდ გადმოვა.მე და ჯიმინი ნარკოტიკების წამოსაღებად წავალთ. - მიმართავს მინჰოს ნარა.

- დიახ! - ბიჭი თავს უკრავს და შენობიდან გასვლისთანავე მანქანაში ჯდება.

- საიდან მოგვაქვს? - კითხვა უჩნდება ჯიმინს.

- სანდო ადამიანისგან - პასუხობს ნარა. - ამჯერად ჩემი მანქანით წავიდეთ,შენი აქ დატოვე.

სისხლიანი ვარდები/Bloody rosesWhere stories live. Discover now