2. მომგებიანი კონტრაქტი

130 13 32
                                    

მინჰოს მანქანა იმ კაცის სახლთან ჩერდება,რომელსაც დღეს შეხვდნენ.მალევე გადმოდის და სახლში ნებართვის გარეშე შედის,უფრო სწორად იჭრება.

- რას აკეთებთ!? - ყვირის კაცი,რომელსაც ნარასთან შეთანხმება სურდა.

- ჩვენზე ინფორმაციას გაყიდი და ჩათვალე მკვდარი ხარ. - ბიჭი იარაღს ხელში ათამაშებს.

- მალე ყველაფერი გამჟღავნდება,
ვერაფერს უშველით - გიჟურად იღიმის კაცი.

- სხვა გზას არ მიტოვებთ.. - მინჰო ჯიბიდან იარაღს იღებს და რამდენიმე წამში კაცის უსულო სხეული ცივ იატაკზე გორდება....

* * *

- რა მოხდა? - დაბრუნებულ მინჰოს ეკითხება ნარა,თან საბუთებს დაჰყურებს.

- მკვდარია..

- ვიცოდი.. - ეცინება ნარას და ლაპარაკს განაგრძობს. - ჩვენს გაფართოებას რაც შეეხება..ვფიქრობ კარგი პარტნიორი ვიპოვე,ხვალ შესამოწმებლად წავიდეთ, ინფორმაცია უკვე მოვიძიე.

- რა თქმა უნდა წავიდეთ. - უხარია მინჰოსაც და ნებართვის შემდეგ კაბინეტს ტოვებს.

* * *

- ბატონო ჯიმინ,ხვალ შესაძლო პარტნიორთან დათქვით შეხვედრა,ბევრი ვერაფერი ვიპოვე,ინფორმაცია ნამდვილად კარგად აქვთ შენახული,თუმცა გავიგე,რომ მმართველი გოგონაა.

- საინტერესოა.. - იღიმის ჯიმინი და დგება. - ღამემშვიდობისა ჩოი. - სპორტულებს ისწორებს და ოთახში შედის,ჩოი კი ჯიმინის ნებართვის შემდეგ სახლს ტოვებს და მანქანით სახლში ბრუნდება.

* * *

ნარა კაბინეტს ტოვებს და საბოლოოდ თავის ვილაში ბრუნდება,სადაც ცოტა ხნით წაუძინებს,გამთენიისას კი პარტნიორთან შესახვედრად მოემზადება.

გამთენია,ექვსის ნახევარი:

ნარას ეღვიძება,მალევე დგება და მინჰოს ურეკავს,ზარის დასრულების შემდეგ წესრიგდება.როგორც ყოველთვის შავი შარვალი,მუქი შინდისფერი ზედა,მისი შავი კეპი და მზადაა.
მინჰოს მანქანაც მალევე ჩერდება მისი სახლის შესასვლელთან,ეზოში და გოგონა წინა სავარძელზე იკავებს ადგილს.

სისხლიანი ვარდები/Bloody rosesWhere stories live. Discover now