2

317 42 78
                                    

_გამარჯობა. _ გოგომ მორცხვად ჩაილაპარაკა, მუნს შეხედა და თვალები გაუფართოვდა. ბიჭი სიმაღლით 1.87, დიდი დაკუნთული სხეული, უმშვენიერესი და მამაკაცური სახის ნაკვთები, ქერა ქათქათა თმა და ბოხი ხმა. _ მე... მე ლინ სოიონი ვარ!

_შენთვის არ მიკითხავს! _ ბიჭმა დედას შეხედა. _ ანა, ამიხსენი რას აკეთებს ჩემს სახლში მაწანწალა?

_სონმუნ, ნორმალურად ისაუბრე თორემ თავს გაგიხეთქავ! _ შეუღრინა ანამ.

_გეკითხებით, ვინ არის და აქ რას აკეთებს? _ მუნი მოთმინებას კარგავდა.

არ მოსწონდა მის სახლში უცხო ადამიანი, თანაც "მაწანწალა". გოგოს ვერც კი შეამჩნევდით სახეზე ლამაზი იყო თუ არა, მის ნაკვთებს ვერც კი გაარჩევდით. სულ მოსვრილი იყო, მტვრიანი...

_მე მოვიყვანე! _ მკაცრად ჩაილაპარაკა ჰოსოკმა.

_რატომ?

_შენ გკითხო სახლში ვის მოვიყვან? _ შეუტია ჰოოსოკმა.

_კარგი, მაშინ ის დარჩეს და მე წავალ!

_სონმუნ! ახლავე შენს ოთახში ადი და იქ დამელოდე! _ დაიყვირა ანამ.

მუნმა თვალები აატრიალა და მეორე სართულზე ავიდა, თავის ოთახში შევიდა და დედას დაელოდა.

ათ წუთში ანა ოთახში შედის და მუნს ყურში ავლებს ხელს...

_აუ, დედა მტკივა! _ ამოიწკმუტუნა მუნმა.

_ხმა! _ ანამ ხელი გაუშვა და თითი აუწია. _ ეს გოგო აქ დარჩება, რაღაც დროით, გასაგებია? ის ქუჩაში იპოვნა მამაშენმა როდესაც ლოთების ჯგრო აეკიდა. პატარა გოგოა, უსახლკარო და სრულიად მარტო! ნუ მაიძულებ ვიფიქრო რომ უგულო შვილი მყავს!

_არ მინდა რომ ის აქ დარჩეს! _ თავისას არ იშლიდა მუნი.

_მე კი მინდა რომ ახლა მაგრად გცემო! ... მოდი ასე მოვიქცეთ: შენ ამ გოგოს თავს ანებებ და მე შენ არ გცემ!

_დედა, დარწმუნებული ხარ? _ კარებში გააჩერა ანა. _ დარწმუნებული ხარ რომ უნდა დარჩეს?

His Bunny (ნაწილი|||) (დასრულებული)Where stories live. Discover now