_დედა, ტყუილად არ მიჩხუბია! _ თავის მართლება დაიწყო.

_დაგიჯერო? მერამდენეა ეს უკვე? _ წარბი ასწია ანამ.

_ჯიმინის საცოლე იყო იქ დაქალებთან ერთად, ვიღაც გამოსირებულმა შეაწუხა და რა მექნა? მეყურებინა?

_მართლა ასე იყო? _ მკაცრად შეხედა ანამ.

_ჰო, ასე იყო! _ ჩაიღიმა სონმუნმა.

_კარგი, წადი! _ ნება დართო ანამ.

_არა, აღარ მეძინება! _ პირდაპირ სამზარეულოში მიდის, მაცივრიდან კოლას იღებს და ჭიქაში ისხამს.

_ანა, როგორ ფიქრობ დაჭკვიანდება? _ საწყლად იყურება ჰოსოკი.

_არ ვიცი, შეიძლება! _ ჩაიცინა ანამ. _ მართლა მე მგავს!

_უჰ, გამაკვირვე... _ ახლა ჰოსოკი შევიდა სამზარეულოში და მაცივრიდან სპრაიტი გამოიღო....

ჯონგუკი და სოფია, ახლა შუაღამის ორ საათზე სასტუმრო ოთახში სხედან და ჯოისტიკებით ხელში, ქუჩის ბრძოლებში ეჯიბრებიან ერთმანეთს...

_მოკვდი! _ დაიყვირა სოფიამ და ჯინგუკს პირველად მოუგო... _ გავიმარჯვე! _ ჯონგუკთან ახლოს მივიდა და თავში წკლიპურტით ასიამოვნა.

_მეტკინა! _ ამოიწუწუნა ჯონგუკმა.

_მე არ მტკიოდა? _ ჩაიცინა სოფიამ.

_მოდი გახდაზე ვითამაშოთ! _ იდეა მოუვიდა ჯონს.

_მომწონს! _ ჩაიცინა სოფიამ და ახალი მატჩიც დაიწყეს.

ზუსტად ნახევარი საათი ერკინებოდნენ ერთმანეთს, ყველა მატჩი კი ერთმა წააგო...

_ჯინგუკ, საცვალი არ გაიხადო პატარავ! _ გადაიხარხარა სოფიამ.

_მოგაგებინე! _ ამოიბუზღუნა.

_ჰო როგორ არა, ჩემი გახდის შანსს ხელიდან არ გაუშვებდი!

_როგორც ჩანს არც შენ! _ თავის სხეულს დახედა გუკმა.

_როდესაც ასეთი მამაკაცი გყავს უარსაც ვერ იტყვი... _ ფეხზე წამოდგა გოგო.

His Bunny (ნაწილი|||) (დასრულებული)Where stories live. Discover now