-ნანა დედია გაგიჟდება - წამოვიძახე სიცილით მე

-მე მივწერ ლიზის და ვეტყვი რომ აქ ხარ! - თქვა ალექსიმ და ტელეფონი მოიმარჯვა.

-ალექს იმენა ძმა ხარრ! - და თავი ისევ მაგიდას ჩამოადო - ამაზე მე დავიწყე სიცილი და მაგიდას ჩამოვადე თავი თან ალექსისკენ ვიყურებოდი.

-სადიყავი? - ვითხარი ტელეფონში ჩაჩერებულს

-გასართობად ბიჭებთან ერთად! - მითხრა ისე რომ ტელეფონიდან თავი არ ამოუწევია.

-ალექსანდრეე! - იყვირა ანანომ

-ხოო!

-იციი მე და თიკა სამშაბათს წვეულებაზე მივდივართ! - თქვა ბლუკუნით.

-სად?

- მეგობართან - ვუთხარი მე

-ვინმე გიშვებთ რომ მიდიხართ? - იკითხა წარბაწევით

-აუ ალექს ხო იციი როგორ გვიყვარხარ? - თავი წამოყო ანანომ-შენც წამოდი!

-დავფიქრდები ადექით ახლა და ოთახში წადით! - თქვა და თვითონ წამოდგა - ჰე ჰეე მალე!

მეც და ანანოც ერთმანეთს ვეპოწიალებოდით რომ როგორმე კიბეზე ავსულიყავით, ორივე საწოლზე დავენარცხეთ და ეგრევე დაგვეძინა.

დილით საშინელი თავის ტკივილი მაღვიძებს ანანო უკვე სააბაზანოში იყო და წყალს ივლებდა, ავდექი და ქვემოთ ჩავედი წყლის დასალევად.

-რომელი მეგობრის წვეულებაზე მიდიხართ? - მითხრა ალექსმა და სამზარეულოს კარში შემოვიდა.

-აი იმასთან შენ რომ გაგიჟებით მოწონხარ! - გავიცინე მე

-ბარბარესთან? - მკითხა გაკვირვებლმა.

-ხო წამოდი მოენატრე ალბათ და ჩვენც იმიტომ დაგპატიჟა!

-თავი დამანებეთ რაა! - გაბრაზდა და სამზარეულოდან გავიდა.

მოსაღამოვდა ანანო სახლში აპირებდა წასვლას ამიტომ გადავწყვიტე გამეცილებინა ნიკეადან ჭავჭავაძემდე ავტობუსით წავედით ანანო სახლამდე მივაცილე და უკან ფეხით გამოვბრუნდი ცოტა ფეხით გავლა გადავწყვიტე, ამ დროს ტელეფონი აბზუილდა დავხედე და თვალები ავატრიალე.

ჩვენი სიყვარულის ისტორია!Where stories live. Discover now