¤21¤

776 104 13
                                    

~¤~

   იუნგის ოფისში შესვლისას პირველი, რაც თვალში მოხვდა ეს ჯონგუკის მაგიდა იყო. ბიჭი უკვე წასასვლელად ემზადებოდა. არც გაკვირვებია, მინი ყოველთვის ცდილობდა თეჰიონის შეცდომებზე ესწავლა, ამიტომ რის გამოც კიმს ვერ იტანდნენ ქვეშემრდომები, ამ მიზეზით მინი ძალიანაც უყვარდათ.
მაგალითისთვის, არასდროს ტოვებდა ხელქვეითებს იმაზე დიდხანს სამსახურში, რა სამუშაო განაკვეთიც ჰქონდათ.
არასდროს ავალებდა ის გაეკეთებინათ დღეს, რისი გაკეთება ხვალაც იყო შესაძლებელი.
თუ მათი პროექტი ვერ გაიმარჯვებდა, დამნაშავეს საკუთარ თავში ეძებდა და არა თანამშრომლებში, რომელთა წარდგენილ ნიმუშებსაც თავად არჩევდა პრეზენტაციაზე წარსადგენად.
მოკლედ მინი, კიმის საპირისპირო მხარე იყო ყოველ მიზეზ გარეშე.
კიმისთვის მაქსიმუმი წარმოადგენდა მიზანს, მინი კი საშუალოთიც კმაყოფილი იყო.
გადაჭრით ვერ იტყოდით, რომელი მსჯელობდა სწორად ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რადგან ორივეს თავიანთი მიზეზი ჰქონდა, რითიც შეეძლოთ აეხსნათ თავიანთი ქმედებები.
მინ იუნგი მინიმალისტი იყო, რომელსაც დასვენების საშუალება ყველაფრის ფასად უღირდა. ზარმაცი იყო და ყოველთვის იოლ გზებს არჩევდა მიზნის მისაღწევად. რამდენად აღწევდა ეგ კიდევ ცალკე თემა იყო, მაგრამ მისი მუშაობის სტილიც მისაღები იყო უფროსობისთვის, რადგან თვლიდნენ რომ ასეთი კადრი, ბევრ საკითხში უფრო პრაკტიკულ გამოსავალს პოულობდა.
კიმი კი მაქსიმალისტი გახლდათ. თავდაუზოგავად შრომობდა და იგივეს მოითხოვდა სხვებისგანაც. თვლიდა, თუ მას შეეძლო რაღაცის გაკეთება, ამას სხვებიც შეძლებდნენ, უბრალოდ მონდომების ამბავი იყო ყოველივე.

ჯონგუკმა წამიერად გააყოლა თვალი კიმს, რომელმაც თითქოს იუნგის კაბინეტში შესვლამდე, რაღაც ანიშნა. მალევე აარიდა მზერა და წასასვლელად მოემზადა.

-ზრდილობა შენს კაბინეტში დატოვე კიმ?_ჩვეული, ღიმილიანი სახით შეეგება მინ იუნგი ქერას.
თავადაც, როგორც დანარჩენები წასასვლელად ემზადებოდა, თუმცა როგორც ჩანდა გეგმების ცოტა ხნით გადადება მოუწევდა.

#OnlyFans Where stories live. Discover now