¤4¤

794 109 17
                                    

~¤~

როცა შეხვედრის შესახებ მიწერა, არ ფიქრობდა, რომ ეს იმ ღამითვე მოხდებოდა.
რა თქმა უნდა ამისთვის მზად არ იყო, არც მენტალურად და არც იმ შენიღბვებით, რომელსაც მთელი რიტუალი ჭირდებოდა სახლიდან გასვლამდე.
ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რითაც სამსახურში იყო. იქედან ხომ პირდაპირ ჯიმინის სანახავად წავიდა.
ერთადერთი რაც შეეძლო პირბადის გაკეთება და თმების ქუდში ჩამალვა იყო.
საერთოდაც ვინ ეხვერწებოდა, რომ დათანხმდა. თუმცა მეორეჯერ აღარ დაფიქრებულა, როცა მისგან შეთავაზება იმ ღამით შეხვედრაზე მიიღო და პირდაპირ დათანხმდა.

ვერ ხსნიდა რა ემართებოდა, როცა საქმე Tის ეხებოდა.
მისგან შორს ყოფნა უნდოდა, თან არც გაშვება შეეძლო.
მოსწონდა ის აზრი, რომ მისით დაინტერესებული იყო.
ეს თამაშიც თავის ხიბლს ატარებდა, რასაც ქერა ბლოგერი თამაშობდა.

ნერვიულობა სულ უფრო იმატებდა, რაც ახლოვდებოდა შეხვედრის დრო.
ანანგჩონის მდინარესთან, ალუბლების ხეივანში ელოდებოდა გრძელ სკამზე. ალუბლებს ყვავილობა უკვე დასრულებული ჰქონდათ, მაგრამ ღამის განათების ფონზე, მაინც ლამაზ პეიზაჟს ქმნიდა.
ალბათ კარგი ადგილი იყო პაემანისთვის, მაგრამ ეს პაემანი არ იყო.

-ოფისში მუშაობ?_ფიქრებში წასულმა, ნერვიულობას სულ რომ დაებინდა მისი გონება, ვერ გაიგო როდის მიუჯდა გვერდით ქერა. მხოლოდ ხმის გაგონებისას გაიხედა მისკენ თვალებდაჭყეტილმა.

-ეს...

-არ არის საჭირო, რომ მიპასუხო._მოსწონდა ეს ჩახლეჩილი ხმა, მამაკაცი რომ უშვებდა ყელიდან. საინტერესო იყო, როგორი ხმა ჰქონდა რეალურად.
თავად ხმის შეცვლა არ ჭირდებოდა, სასმელს უკვე ეზრუნა ამაზე.

ისევ ფართე ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, თავზე ამჯერად ბერეტი ეხურა ქერას. სათვალე ცხვირის წვერზე დაეწეპებინა, რამდენადაც ამის საშუალებას პირბადე აძლევდა.

#OnlyFans Where stories live. Discover now