¤5¤

742 117 11
                                    

~¤~

  -ამას არ ავტვირთავთ!_დაფეთებულმა წამოიყვირა ჯონგუკმა, როცა კამერების აქტივაციის შესახებ მოისმინა Tგან.
არ იცოდა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა. ამ ყველაფრის გამოქვეყნებაზე ფიქრიც კი ცახცახის შეგრძნებას იწვევდა მის სხეულში.
არ სურდა, მზად არ იყო.
ერთია ფოტოებს იღებდე და სულ სხვაა, როცა კამერის წინ ინტიმურ სცენებს აცოცხლებ.

ნერვიულობა თვალშისაცემი იყო ბიჭის ხმაში და არ გასჭირვებია ქერას ამის შემჩნევა.

-დამშვიდდი, თუ არ მოისურვებ არ ავტვირთავთ, კარგი?_ისეთი მზრუნველი ხმით უთხრა, ისე ნაზად ჩამოატარა მის მკლავზე თითები, შეუძლებელი იყო არ ეგრძნო სიმშვიდე ჯონგუკს.

-გთხოვ, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ._არაფერს ამბობდა იმაზე რაც მოხდა. კრინტს არ ძრავდა ამ ყოველივეს დაუშვებლობაზე, მხოლოდ ის არ უნდოდა, რომ ეს სხვასაც ენახა.

-კარგი, წავშლი._კიდევ ერთხელ მიმართა მზრუნველობით Tიმ და კამერისკენ შეტრიალდა.

-არ... არ არის აუცილებელი წაშლა._ყოყმანით ჩამოეკიდა მის ხელს შავთმიანი._შეიძლება ოდესმე გამოგვადგეს.

ცოტა გაკვირვებული იყო ბიჭის გულუბრყვილობით ქერა. ხომ შეიძლებოდა სხვას მის ადგილზე, ეს ვიდეო მაინც გამოეყენებინა.
ზუსტად იცოდა ამ ჩანაწერის ფასი და ისიც ზუსტად იცოდა, რომ მის ნაცვლად სხვა რომ ყოფილიყო, უკან არ დაიხევდა.
რატომ ენდობოდა ბიჭი მის სიტყვას?

-არასდროს გაიმეორო იგივე სხვასთან._არ იცოდა, რატომ აღიზიანებდა ჯერ სხვისი წარმოდგენა ბიჭის გვერდით და მერე მისი ამდენად მინდობლობა._შემიძლია ეს ვიდეო გამოვიყენო, რატომ არ გინდა რომ წავშალო?

-ამას აპირებ?_იმდენად უცოდველი და საბრალო იყო ჯონგუკის თვალები, რომ არ ცოდნოდა ქერას, ვინ იყო და რას აკეთებდა, ვერასდროს დაუშვებდა ამ აზრს.

#OnlyFans Where stories live. Discover now