¤25¤

616 97 22
                                    

~¤~

  იცოდა რა იყო ტკივილი. თითქოს შეჩვეულიც იყო ამ გრძნობას, რადგან არ ახსოვს, ოდესმე უცხოვრია თუ არა ტკივილის გარეშე.
სული ტკიოდა, რადგან არასდროს ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი თავი ყოფილიყო და როცა ამის შანსი მიეცა, საკუთარი ხელითვე განდევნა იგი.
მაგრამ ყველა ტკივილზე უფრო დიდი იყო ტკივილი, რომელსაც თეჰიონიდან წამოსვლისას გრძნობდა.
გული ეკუმშებოდა არა თეჰიონის სიცივის გამო, არამედ იმიტომ რომ თავად გამოიწვია ეს ქარიშხალი.
თეჰიონის სიყვარულს დამტკიცებაც არ ჭირდებოდა. მას უყვარდა და მზად იყო გაეშვა. ალბათ ასეთი სიყვარული, მხოლოდ ფილმებში ენახა ბიჭს.
თავად კი რას აკეთებდა? იმედებს უცრუებდა იმ ერთადერთს, რომელმაც მისი ირწმუნა.
რთული ღამე იქნებოდა და უფრო რთული დილა.
ფილმის ყურებაში გადაათენა.
გამუდმებით ერთ სცენას ახვევდა და ყოველ ჯერზე, მხოლოდ თეჰიონის ხმით ესმოდა ის მონოლოგი.
ამით ბევრი რამ უთხრა იმ ღამეს თეჰიონმა, ბევრი დაპირებაც მისცა, რომელსაც აუცილებლად აასრულებდა, რომ არა ისევ თავისი არამდგრადობა.
თავადაც ხომ მისცა პირობა, რომ გაძლიერდებოდა.
თავს იწყევლიდა.
გულგახეთქილი ტიროდა და ყოველ ჯერზე, როცა ტელეფონს დახედავდა სურვილი ჰქონდა თეჰიონთან დაერეკა. მისი ხმა გაეგო და ჯერ ერთი დღეც კი არ გასულა მისი დაკარგვიდან.

ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო. განა თავად არ მოამზადა ნიადაგი? არაფერს დაკარგავ, თუ შენი არც არაფერი იქნება. იდიოტიზმია. შეუძლებელია ასე მარტივად დაათეზისო. მან დაკარგა, გული დაკარგა და გრძნობდა, როგორ ეფლითებოდა სული ნაწილებად.

ამ სახეს ვერაფერს უშველიდა.
არც ახსნა-განმარტებების თავი ჰქონდა.
პირველად იყო უხეში ყველას მიმართ, ვინც გაბედავდა და მის მდგომარეობას იკითხავდა.
ჯიმინს უთხრა რომ არ სურდა თეჰიონის სახეზე მწუხარება ენახა, მაგრამ სწორედ ის გააკეთა, რაც ჯიმინმა გაფრთხილებად მიცა.
მისი მწუხარების მიზეზი გახდა, როცა მთელი გულით სურდა ბედნიერების მიზეზი ყოფილიყო.

#OnlyFans Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz