¤8¤

750 115 17
                                    


~¤~

  ერთ დროს, როცა ჯერ კიდევ სწავლობდა, მკაცრად გამიჯნა პირადი ცხოვრება, თავისი საქმიანობიდან.
ყოველთვის ფიქრობდა, რომ რომანტიული გრძნობები ხელს უშლიდა წინსვლას და არც ჰქონია მსგავსი ოდესმე.
იმას ვერ დაიჟინებდა, რომ მისი სურვილის გამო ხდებოდა ასე, ალბათ არ შეხვედრია ვინმეს ისეთს, ვისაც თავის პერსონად მოიაზრებდა.
ერთი ღამის ურთიერთობები იყო მისი გასართობი და ხშირად ხდებოდა, რომ ასეთი ურთოერთობებიც პრობლემას ჰქმნიდა მის კარიერაში.
ხშირად სურდათ მის პარტნიორებს, იმაზე ღრმად ჩაეხედათ მის ცხოვრებაში, ვიდრე ეს საჭირო იყო.
ზოგმა იმ ადგილების მისამართიც კი გაიგო სადაც კიმს ოდესმე უმუშავია და რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ, სრულიად ამოკვეთა პირადი ურთიერთობები  დღის განრიგიდან.
მხოლოდ საიტზე გაცნობილ ბიჭებს ხვდებოდა, ისიც ვინაობის დამალვით, ასე პრობლემებსაც იცილებდა თავიდან და თავის მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებდა.

სარეკლამო კომპანიაში რომ დაიწყო მუშაობა, ვერც წარმოიდგენდა რომ ოდესმე გუნდის ლიდერი გახდებოდა.
ამაზე არც ოცნებობდა, უბრალოდ მისი მიზანი წარმატება იყო, ამიტომ აუჩქარებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვებოდა დინებას და შედეგით კმაყოფილი იყო.

ჯეონ ჯონგუკის გამოჩენამ მის ცხოვრებაში, ის დამარხული სურვილები გაუცოცხლა, რომელსაც ასე მონდომებით აყრიდა მიწას წლების განმავლობაში.
არ სურდა და არც ჰქონია მანამდე შემთხვევა, რომ თავისი კოლეგის, მით უფრო ქვეშემრდომის მიმართ ვნება გაჩენოდა და რაღა მაინც და მაინც ჯონგუკი იყო ის, ვინც თავს აკარგვინებდა.

თავის თავზე ბრაზობდა. ჯონგუკზე ბრაზობდა.
ჯონგუკზე უფრო მეტად ბრაზობდა, რადგან ვერ გაეგო რა ჰქონდა ბიჭს ამდენად ჭკუის წამღები.
ამიტომ ყოველი შესაძლებლობისთანავე ცდილობდა მთელი აგრესიისგან დაცლილიყო.
ვნება აგრესიად აქცია და ასე გაჰქონდა თავი მთელი წლის განმავლობაში.

#OnlyFans Where stories live. Discover now