¤13¤

753 111 20
                                    

~¤~

  ზევიდან მოქცეული სხეულის წონასაც ვერ გრძნობდა შავთმიანი.
უსაშველო სიმსუბუქე დაპატრონებოდა მის  სხეულს. ალბათ ეს იმ ბედნიერების ჰორმონების ბრალი იყო, მისი სხეული რომ გამოიმუშავებდა ამ წამს.
თავდაპირველად დიდი იყო ტკივილი. წარმოუდგენლადაც კი ეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა ამოდენა რაღაც მოთავსებულიყო, მისი სხეულის ასე ვიწრო ნაწილში. შემდეგ უბრალოდ მთელი სხეული დაუბუჟდა, თვალები უკან გადაატრიალა და წელი აზიდა, როგორც კი იმ ნერვულ დაბოლოებებს შეეხო თეჰიონი მის სხეულში, ასე ღრმად რომ ბინადრობდნენ. უკვე მთლიანად მასში იყო ქერა. სრულიად დაიპყრო მისი სხეული და გონება.

მხოლოდ ბუნდოვნად ესმოდა, როგორ ეჩურჩულებოდა  კიმი, თავისი ბარხატისებრი ხმით.
როგორ ეუბნებოდა, რამდენად ლამაზი იყო ის, იმ წამს.
როგორ შეეძლო უსასრულოდ ეცქირა ამ სახისთვის და არ მობეზრებოდა.
ჯონგუკმა ხომ არ იცოდა, რამდენი ხნის ოცნება აიხდინა თეჰიონმა, თუმცა თეჰიონი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ბოლომდე იმ ბედნიერების სიძლიერეს, რასაც იმ წამს გრძნობდა.

შეიძლება ეს პირველი აქტის გამო ხდებოდა. არ ჰქონდა ვალდებულება, მაგრამ მასზე აშკარად ზრუნავდა თეჰიონი. შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, მაგრამ არასდროს წარმოედგინა ჯონგუკს ამდენი სინაზე თუ იყო მოთავსებული, ამ მის მონსტრად წოდებულ უფროსში.
მას შეეძლო ხელებით მოფერებოდა, შეეძლო სიტყვებით მოფერებოდა, მზერითაც კი შეეძლო ამის გაკეთება.
შეეძლო კოცნებით ამოეშრო ჯონგუკის თვალებში მომატრბული სისველე.
მას ყველაფერი შეეძლო, ასე წამდა იმ დროს ჯონგუკს.

არც ერთმა ეაკულაციამ დააკმაყოფილა კიმი, არც ორმა. ჯეონი კი უკვე დაღლილობისგან ვერ აზროვნებდა.

-გპირდები ეს ბოლოა... ამ ღამით._დაამატა ბოლოს სიცხადისთვის თეჰიონმა და ღიმილის შემდეგ ბიჭის ტუჩებს დაეწაფა.

#OnlyFans Onde histórias criam vida. Descubra agora