chapter 16

30 3 27
                                    

-დაგვეხმარეთ

მესმის ზეინის ყვირილის ხმა
ექიმიმები ყვირილის ხმაზე გარეთ გამოვარდნენ, ლუი საკაცეზე დააწვინეს და შიგნით შევიდნენ,
მე ინსტიქტურად მივყვები
ვგრძნობ ხალხი როგორ მიყურებს,
მთლიანად სისხლში ვარ ამოსვრილი. ლუი პალატაში შეიყვანეს, ჩვენ გარეთ გავჩერდით
ცოტახანში ლიამი და ნაილი მოვიდნენ.

-რა ხდება

-ახლა შეიყვანეს

მე კედელთან ვჯდივარ და მოპირდაპირე კედელს ვუყურებ, გონებაში ლუის სახე მიტრიალებს, ვგრძნობ ცრემლები სახეს როგორ მისველებს

-ის კარგად იქნება ჰარი

ლიამს წამიერად გავხედე რომელიც ზეინის გვერძე იდგა
ოდნავ გავუღიმე და ისევ კედელს შევხედე

ცოტახანში ბარბარას ხმა მესმის

-რა ხდება ლუი როგორაა?

ნაილი ბარბარასთან მივიდა და ჩაეხუტა

-ოპერაციას უკეთებენ

არ ვიცი ასე რამდენი ხანი ვიყავი
გონს მაშინ მოვდივარ როცა პალატის კარი იღება და ექიმი გამოდის, ფეხზე ვდგები და მისკენ მივდივარ, ისევე როგორც დანარჩენები

-როგორ არის

-ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ტყვია ამოვუღეთ

-ანუ კარგად არის

ექიმმა თავი გააქნია

-ტყვია გულთან ახლოს მოხვდა, ცოტაც რომ დაგეგვიანებინათ შეიძლება ვერ გადაგვერჩინა,
მისი მდგომარეობა მძიმეა და სამწუხადოდ კომაში არის

-რა? ხომ გაიღვიძებს

-არ ვიცით

-რას ნიშნავს არ იცით?

-ჰარი დამშვიდდი

-რანაირად დავმშვიდდე ზეინ

-მისმინეთ თქვენი მეგობარი...

-შეყვარებული

ქეიმმა სევდიანი სახით შემომხედა რაზეც ნერვები მომეშალა მაგრამ არაფერი ვუთხარი

Always And ForeverWhere stories live. Discover now