chapter 14

19 4 8
                                    

იმ დღიდან უკვე 1 თვეზე მეტი გავიდა, ჯოშმა ყველას უთხრა რომ ჩვენ ვუღალატეთ და ყველა მის მხარესაა. წინა კვირას ჯოშს ისევ ავუფეთქეთ საცავი რამაც ჯოში საკმაოდ დააზარალა, ის ძალიან არის გაბრაზებული ახლა კი საპასუხო დარტყმას ველით, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი ამიტომაც ჩვენი ოჯახების სახლში დაცვა გავაძლიერეთ ისევე როგორც ჩვენს სახლში, დასასრულთან იმაზე ახლოს ვართ ვიდრე გვეგონა.
კარზე კაკუნია*

-შემოდით

-ჰაროლდ ბოდიში რომ გაწუხებ უბრალოდ მაინტერესებს ნაილი ხოარ გინახია?

-ბარბ ჰაროლდს კიდევ თუ დამიძახებ მოგკლავ და ნაილი მაღაზიაში წავიდა ლაიმთან და ორ დაცვასთან ერთად

-კარგი და ხო არ მომკლავ რადგან შენი საუკეთესო მეგობრის შეყვარებული ვარ და ასეც რომ არ იყოს ვერ გამიმეტებ

-მართალი ხარ ვერ მოგკლავ მაგრამ შენი ოთახში გამოკეტვა შემიძლია

-ვერ გიტან-ენა გამომიყო

-ვერც მე-მეც იგივე გავაკეთე

ბარბარამ გაიცინა და ოთახიდან გავიდა, ხო ბარბარა უკვე ჩვენთან ცხოვრობს მართალია თავიდან ცოტა გაუჭირდა მაგრამ ახლა როცა უკეთ გაგვიცნო შეგვეჩვია, ყველასთან ძაან კარგად არის.

  15 წუთის შემდეგ?

-ჰარი გცალია?

-უკვე მოხვედით? კი მცალია შემოდი, რა მოხდა?

-ეს წერილი დაცვას ვიღაც ბიჭმა მისცა და უთხრა რომ შენთვის მოეცა

-ვინ ბიჭმა?

-არ ვიცი როგორც კი წერილი გამოართვა მაშინვე წავიდა

-სახელი არ აწერია

-როგორ ფიქრობ ჯოშის გამოგზავნილი იქნება?

-შეიძლება, ამას მხოლოდ მაშინ გავიგებთ როცა გავხსნი

წერილი გავხსენი სადაც ეწერა:

  " გამარჯობა ჰარი, დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, შეიძლება ახლა აღარც გახსოვარ, რას იტყვი რომ შევხვდეთ, არ ფიქრობ რომ დროა ეს ყველაფერი დამთავრდეს?
თუ თანახმა იქნები ამ მისამართზე მოდით ხვალ საღამოს შენ და შენი ბიჭები და თუ არ მოხვალთ ჩვენ მოვალთ და თვალის დახამხამებაში მოგკლავთ ყველას, შემდეგ კი თქვენს ოჯახებზე გადავალთ. კარგად დაფიქრდით ჰარი"

Always And ForeverWhere stories live. Discover now