chaptet 2

41 5 8
                                    

დილას ლუიზე ჩახუტებულს გამეღვიძა, მარჯვენა ფეხი ჩემზე ჰქონდა შემოხვეული, ხელი მუცელზე ედო, თავი კი ჩემს მკერდზე. ჩემი ცალი ხელი მის წელზე მქონდა შემოხვეული მეორე მის თავზე. ლუის თმები არეული ქონდა. ამ სანახაობაზე გამეღიმა,
თავზე ხელი გადავუსვი და თმები გავუსწორე ამაზე კი მან თვალები გაახილა

-ბოდიში არ მინდოდა შენი გაღვიძება

-არაუშავს

თავი აწია და გამიღიმა
ამ დროს საშინლად მომინდა რომ მისთვის მეკოცნა და ასეც მოვიქეცი, თავი ოდნავ წამოვწიე და ჩემი ტუჩები მისას შევახე, შემდეგ კი ქვედა ტუჩზე ოდნავ ვუკბინე და მან ამოიკვნესა, რაზეც გამეღიმა.
კოცნა ჩემი ტელეფონის ზარის ხმამ გაგვაწყვეტია

-ვინაა

-ჯოში

-ახლა რაღა უნდა

-არ ვიცი

ტელეფონს ვუპასუხე

-ჯოშ რა მოხდა ისეთი რომ ამ დროს მირეკავ

-უნდა ვისაუბროთ

-გისმენ

-აქ არა,  ჩემთან მოდი ახლავე

-კარგი ვეტყვი დანარჩენებს და მოვალთ

-არა ჰარი საქმე შენთან მაქვს და არა მათთან მარტო მოდი

-კარგი

-ახლავე წამოდი

ჯოშმა გათიშა მე კი ლუის შევხედე

-რა უნდოდა

-ჩემთან შეხვედრა

-მარტო შენთან?

-კი

-რატო

-არ ვიცი მარა უნდა წავიდე

-კარგი მაგრამ ჰაზ რაც არ უნდა მოხდეს დამპირდი რომ მეტყვი

-გპირდები

საწოლიდან ავდექი და აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე, შემდეგ კი კარადასთან მივედი შავი მაისური ჩავიცვი ასევე შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელები. ოთახიდან გასვლამდე ლუისთან მივედი ვაკოცე და წავედი. სახლიდან გავედი მანქანაში ჩავჯექი და ჯოშის სახლისკენ წავედი.

Always And ForeverWhere stories live. Discover now