chapter 6

34 4 8
                                    

რამდენიმე დღე გავიდა ჩემი და ზეინის საუბრიდან. ზეინმა და ლიამმა მეორე დღეს გვითხრეს მათი ამბავი რაც ყველას ძალიან გაგვიხარდა.
გადავწყვიტეთ რომ ეს ჩვენს შორის დარჩენილიყო, არ გვინდოდა რომ ჯოშს გაეგო ამის შესახებ. დღეს ჯოშს დავურეკეთ და  დასვენების დღე ავეღეთ,  თავიდან წინააღნდეგი იყო მარა მაინც დავითანხმეთ.
ზეინი და ლიამი ერთად წავიდნენ სადღაც. ნაილს რაღაც საქმე ქონდა და წავიდა. მე და ლუიმ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ რომ სახლში დავრჩენილიყავით. დანარჩენები საღამომდე არ დაბრუნდებიან ამიტომაც სახლში მარტო ვართ. ლუიმ აიჩემა ფილმს ვუყუროთო,
მე დივანზე ვწევარ ლუი კი ზემოდან მაწევს თავი ჩემს მუცელზე უდევს მე კი ხელები მის წელზე მაქ შემოხვეული, გადავწყვიტეთ რომ ორი ნაბიჯით შორს გვეყურებინა. ახლა იმ მომენტზე ვართ უილი რომ მიდის ლუიმ ლამის ტირილი დაიწყო.

-პატარავ დამშვიდდი ეს უბრალოდ ფილმია

-ცუდი დასასრული აქ

-შენ აიჩემე ამის ყურება

-და შენც დამთანხმდი

-კარგი ხო. ახლა რა ვქნათ

-რავი იქნებ გარეთ გავიდეთ

-ლუ მეც მინდა მაგრამ არ მინდა რომ ჯეფის რომელიმე ჯგუფის წევრი შეგვხვდეს

-ჯეფმა ისედაც ხო იცის ჩვენზე

-ხო მაგრამ-ლუის გავხედე და ისეთი თვალებით მიყურებდა რომ ვეღარ გავუძელი და დავთანხმდი-ჯანდაბა კარგი ხო წავიდეთ ოღონდ ფრთხილად უნდა ვიყოთ

-რათქმაუნდა

ლუიმ წამიერად მაკოცა და ოთახისკენ გაიქცა მეც სიცილით უკან გავყევი. როგორც ყოველთვის შავი ჰუდი შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელები ჩავიცვი, ლუიმ კი თეთრი ჰუდი შავი შარვალი და თეთრი ფეხსაცმელები. იარაღის აღებას ვაპირებდი მაგრამ ლუიმ გამაჩერა

-ჰარი იარაღი დატოვე

-არა იქნებ თავს დავს დაგვესხან

Always And ForeverWhere stories live. Discover now