chapter 12

1.5K 97 20
                                    

TAEHYUNG:_P.O.V

ცხოვრებაში პირველად ვგრძნობდი თავს ადამიანად რომელიც ვიღაცას სჭირდება.
ქალი რომელმაც მიმიღო ბევრი ნაბი*ვრის სისხლში გასვრილხელებიანი და უარი თქვა მშვიდად ცხოვრებაზე.

ვიცი რომ ბევრჯერ ვატკინე, მაგრამ არ შემიძლია მისი გაშვება, ის ჩემი გახდა, მხოლოდ ჩემი! კიმ თეჰიონის!

მართალია ვეცადე გამეშვა, რომ დამევიწყებინა და ცხოვრება ისევ იმ ფურცლიდან გამეგრძელებინა სადაც სარას ჩემს ცხოვრებაში ადგილი არ მოეძებნებოდა, მაგრამ ეს იმაზე უფრო მეტად შეუძლებელი აღმოჩნდა ვიდრე მე მეგონა.

შეუძლებელია გაუშვა ხელიდან ქალი რომელიც ამდენად მიზიდავს. მისი სახე, ტუჩები და სხეული უბრალოდ იდეალურ არსებას ქმნის და თავგზას მიბნევს.

სარას ერთი შეხებაც კი საკმარისია რომ გამომგლიჯოს იმ შესისხორცებულ წყვდიადს რომელსაც მთელი არსებით ვყავარ მოცული.

* * *
SARA:_P.O.V

მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში კიმ თეჰიონი გამოჩნდა ყველაფერი თავდაყირა დადგა.
მე აღარ ვიყავი უბრალო გოგო ღარიბი ოჯახიდან რომელიც საკუთარი გადარჩენისთვის ბრძოლობდა.

იმ საშინელი ღამის შემდეგ თეჰიონმა ჩემთან ბევრი ნიღაბი მოირგო. იყო სასტიკი, შეუწყნარებელი, ბოროტი, მესაკუთრე და მოსიყვარულე მამკაცი.

მან ჩემში ღრმად შემოაღწია, იმდენად რომ მისი ბნელი მხარეც კი შემაყვარა. ახლა აღარ აქვს მნიშვნელობა თუ რამდენი ადამიანის სისხლში აქვს ასვრილი ხელები, მთავარი მხოლოდ ის არის თუ ვინ არის კიმ თეჰიონი ჩემთან.

კაცისგან რომლისგანაც ადრე მხოლოდ ზიზღი და სიცივე მოდიოდა თავს ყველაზე დაუცველ და სუსტ არსებად მაგრძნობინებდა.
ახლა კი მისი ერთი შეხებაც კი საკმარისია დედამიწას მომწყვიტოს და კოსმოსში დაუსრულებლად მამოგზაუროს.

მისი შეხებისას ყოვეთვის ვგრძნობ როგორ იცვლება ჩემს სხეულში ტემპერატურა, როგორ მეკუმშება გული და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს.

ახლა მისი ძლიერი ხელები რომლებშიც მუდმივად მიქცევს და მთელი არსებით მიკრობს გულში ჩემი ფარი გახდა. თითქოს ეს ხელებია ის რაც მუდმივად დამიცავს და თავს ყოველთვის დაცულად მაგრძნობინებს.

მისი ტუჩები, სველი კოცნა და ღრმა სუნთქვა, მისი ყველა სიტყვები მუცელში დაუსრულებლად მოფარფატე პეპლებს მიჩენს.

კიმ თეჰიონი განუკურნებელი სენივით მოედო ჩემს სხეულს და გონებას მუდმივად მიწამლავს.

ჯანდაბა კიმ თეჰიონ, საზღვრების დაუწესებლად, უსასრულოდ შემიყვარდი!

________________________________
მოკლედ, მოკლედ😀
როგორც იქნდა დავდე ახალი თავი. მართალია პატარაა თუმცა ახლა მეტს ნამდვილად ვერ შევძლევდი მომიტევეთ❤
არც იმაში ვარ დარწუნებული რომ კარგი თავი გამოვიდა მაგრამ იმედი მაქვს ოდნავ მაინც მოგეწონებათ❤

იმედია ჩემს მსგავსათ არ გადაიკარგებით ხოლმე და იაქტიურებთ😄😄❤

მიყვარხართთთ......❤❤

                        

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

                         .....💜.....

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now