chapter 4

2.2K 110 5
                                    

მაღალი ახოვანი მამაკაცი მის კაბინეტში იდგა და წარბებშეკრული რაღაცაზე ფიქრობდა. ფიქრიდან კარის ხმაურმა და ნაბიჯების ხმამ გამოიყვანა

-ბატონო იუნგი, რაღაც გავიგეთ და ვფიქრობ უნდა იცოდეთ

მამაკაცი მისკენ სახით შემობრუნდა ჰალსტუხი შეისწორა და საუბარი დაიწყო

-იმედი მაქვს სასარგებლო ინფორმაციაა და დროს ფუჭად არ კარგავ!

-კევინის სიკვდილის დღიდან თეჰიონს სახლში ვიღაც გოგო ჰყავს! ვფიქრობდი უნდა გცოდნოდათ

-ვინ არის ის გოგო?

-კანგ სარა 20წლის, ჰყავს მასზე უმცროსი ძმა რომელიც საავადმყოფოშია უკვე რამდენიმე წელია, ამ მოკლე ხანში მხოლოდ ამის გარკვევა შევძელი.

-მჰჰ საინტერესოა... კიმ თეჰიონი და კანგ სარა არაა? კარგი, შეგიძლია გახვიდე და შენს საქმეს მიხედო

იუნგი მის სავარძელში მოკალათდა და მის სახეზე გაბრაზებული გამომეტყველება რომელიც აქამდე ჰქონდა ბოროტულმა ღიმილმა შეცვალა.
____________________________________

დიდი სახლის წინ რომელიც კიმ თეჰიონს ეკუთვნოდა შავი სპორტული მანქანა გაჩერდა რომლიდანაც იუნგი მალევე გადმოვიდა, მანქნიდან გადმოსვლისთანავე წინ ორი მაღალი აღნაგობის კაცი გადაუდგა და საშუალება არ მისცა ნაბიჯი გადაედგა

-აჰჰ...ღმერთო დამშვიდდით ასე რატომ დაფრთხით ჩემი მოსვლისას, ნუ ღელავ არაფერს ვაპირებ!

იუნგიმ დაცვას მხარზე ხელი შემოჰკრა და ანიშნა გაწეულიყო.
მამაკაცმა კარები სწრაფად შეაღო და გეზი იქით აიღო სადაც თეჰიონი ეგულებოდა. ადგილზე მისულმა კარებს მხრით მიეყრდნო და რამოდენიმეჯერ დააკაკუნა რამაც კიმის ყურადღება მაშინვე მიიქცია

-იუნგი? აქ რა გესაქმება?

-თქვენ რა სტუმრებს ასე ხვდებით?

ცინიზმშერეული ტონით უპასუხა და ადგილი თეჰიონის წინ დაიკავა.

ბნელი მხარე🔞(DARK SIDE)🔞Where stories live. Discover now