-ოჰ.
ოჰ.
-მჰმ.
-ორივე მძულხართ.-გადაჭრით ამბობს ლილი და თავისი ნივთების შეგროვებას იწყებს.
-ჩვენზე გიჟდები, მაგრამ ამდენ ტყუილს თუ იტყვი, მალე გამელოტდები.
- და ცხვირი გაგეზრდება, - დაამატა ტიმმა და გაიღიმა.
-სახლში მივდივარ. თავი დამანებეთ.
-დარჩენილი დესერტის სახელები?- დანიელმა სიცილით ჰკითხა, სანამ გოგონა ქურთუკს ჩაიცვამდა და შარფს თავზე შემოიხვევდა.
-ერთს შენს სახელს დავარქმევ, - უპასუხა ლილიმ და შარფის ქვეშ მოქცეული თმა გაითავისუფლა. - არამზადა, ხუჭუჭა სუფლე.
ბიჭებმა ღიმილნარევი მზერა გაცვალეს და გოგონა უხმოდ, პროტესტის გარეშე გაუშვეს. გარეთ, ჰაერი გრილი და სუფთა იყო, რესტორნის სითბოსგან განსხვავებით. ლილიმ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, რომ არ გაჰყინვოდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა სახლისკენ. ნიკოლზე ფიქრს ვერ წყვეტდა. ვერ იგებდა რას უკეთებდა გოგონა, თუმცა ყველაფერს მისი მეგობრების სიტყვებს აბრალებდა და რაღაც რაოდენობით ნიკოლის ხასიათს. მისი თავდაჯერებულობა და იუმორნარევი სითბო უცნაურად ამშვიდებდა.
-სასაცილოა, - ჩაილაპარაკა თავისთვის, მაგრამ ტუჩებზე გადაკრულმა ღიმილმა უღალატა.
*
ლილი სამზარეულოს სამზარეულოს ფანჯრის რაფასთან დახრილიყო და ზედ ჩამწკრივებულ ფერად ქოთნებში მოთავსებულ სუკულენტებს პინცეტით გამხმარ ნაწილებს აცლიდა. მისთვის ერთგვარ თერაპიად ქცეულიყო, ყოველი კვირის ბოლოს ერთი სული ჰქონდა როდის მოიცლიდა, რომ მცენარეებისთვის სათანადოდ მიეხედა და აქა-იქ გადასანერგად გამოსადეგი ნაწილებიც ეპოვა. ის იყო სალფეთქზე შეგროვებული ნაგავი უნდა გადაეყარა, რომ სახლში კაკუნის ხმა გაისმა და ხმაურზე ოდნავ შეხტა.მის ფეხებთან მოკალათებულმა მისომ წამოიკნავლა და ოთახში დასამალად გაიქცა, რაზეც ლილის წარბები აეზიდა, თუმაც არაფერი უთქვამს, კარის გასაღებად გაეშურა. ჭუჭრუტანადან მინის გამოსახულება გაარჩია თუ არა, დრო აღარ დაუკარგავს, კარი გააღო და გაყინულ მეგობარს გაუღიმა. თუმცა ღიმილი წამსვე გაუქრა, როცა მისი მდგომარეობა დაინახა.
YOU ARE READING
Tsukimi
FanfictionWould you believe me if I said that I was scared of everything too?
All the strings attached
Start from the beginning
