-ეს არ მითქვამს! -გააპროტესტა, მაგრამ ლოყებზე მოწოლილმა სიცხემ გასცა და ხელები სახეზე აიფარა, რომ მათ იდიოტურ მზერას გაქცეოდა. - თქვენი ატანა შეუძლებელია.
-უბრალოდ აღიარე, რომ ყოველ შეხვედრაზე გეფლირტავება. - საძაგელი ტონით უთხრა დანიელმა. ლილის უნდოდა სახეში გაერტყა, თუმცა ტიმის ცოტათი ეშინოდა.
-აჰა. აშკარად მოსწონხარ. დილით შეგვხვდა მარკეტში. შენზე გვკითხა. მისოზეც სხვათა შორის, რაო როგორ იკითხა?-თავის ქმარს უტრიალდება და ხელს მხარზე ადებს.
-როგორ არის პატრონივით ჩხუბისთავი მისოო. -ციტირებს დანიელი და კმაყოფილებით იბღინძება. ლილის უნებურად უჩქარდება გულისცემა, მაგრამ ცდილობს ყველანაირად დაფაროს თავისი ინტერესი და ფაქტი, რომ ნიკოლს ამ მცირე დროში, ასეთი ზემოქმედება აქვს მასზე. ცდილობდა პასუხი მოეფიქრებინა, რაღაც მშრალი და ირონიული, მაგრამ გონებამ უღალატა, ერთადერთი, რაც აფიქრდებოდა, ნიკოლის ღიმილი იყო, მისი თავდაჯერებული, კოხტად ჩატეხილი ტუჩები.
-გეყოფათ, - სუსტად თქვა ლილიმ და სახე ხელებში მოიქცია. ხმა ჩახლეჩვოდა ყელზე მოწოლილი ემოციების გამო და ჩახველებით სცადა გამოსწორება.
-კარგი რა, ის მაინც გვითხარი ნომერი მოგცა? წერილი მისწერე?
-ღმერთო ჩემო, ასეთი ჭორიკნები როგორ ხართ, ვერ ვხვდები. თანაც, საიდან მოიტანეთ რომ გოგონები მოსწონს? რამე ისეთი იცით, რაც მე არა?
-შენი ტვინის რომელიმე ნაწილი იმას უშვებს, რომ ნიკოლი შეიძლება არა-გეი იყოს?
-ჰეტეროსექსუალი ჰქვია მაგ ტერმინს, ზოგადად.
-ეგ სიტყვა ჩემს რესტორანში აღარასდროს ახსენო. -მკაცრად ამბობს დანიელი და აღშფოთებული ფეხზე დგება. -ამ წელს... და ამ ეკონომიკურ მდომარეობაში? შეუძლებელია. ჩაცმულობაზე და ლაპარაკის მანერაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
დრამატული. დრამატული გეები.
-თუ დრამას მორჩებით და იმას გაიხსენებთ რომ გამოსაშვებ წვეულებაზე გოგოსთან ერთად იყო, ჩხუბიც აღარ მოგიწევთ.-მშვიდად ამბობს ტიმი და თავს აქნევს მათი ყურებისას.
YOU ARE READING
Tsukimi
FanfictionWould you believe me if I said that I was scared of everything too?
All the strings attached
Start from the beginning
