-უბრალოდ კენკრის ჩიზქეიქია, - ჩაილაპარაკა გოგონამ, ისე რომ თავზე წამომდგარი ბიჭისთვის არც შეუხედავს.
-გულისტკივილი არ ყოფილა მოტივი.-შენიშნა დანიელმა და ლილის რვეულს მისწვდა, ახლად ჩამოწერილი სიის სანახავად.
ჯერ არც ის გვიანი იყო, ალბათ თერთმეტი საათიც არ იქნებოდა. თუმცა დილით ადრე ადგომის და რესტორანში გამეფებული მყუდრო სიმშვიდის გამო, ისე ეძინებოდა, თვალებს ძლივს იჭერდა, რომ არ დახუჭვოდა. მიუხედავად ამისა, კაფე დაკეტა თუ არა მათკენ გამოეშურა. აღარ უნდოდა კიდევ ერთხელ გადაედო საქმე, თორემ ჭკუიდან სულ გადავიდოდა, რაც არც ერთს დაეხმარებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდია ყველა, მის გარშემო, ისეთი სიფრთხილით იქცევა, თითქოს კვერცხის ნაჭუჭივით მსხვრევადია.
-რატომაც არა, შესაფერისი სეზონია. ყველა იმ სევდიანი მარტოხელებისთვის იქნება, რომლებსაც დესერტი სჭირდებათ. -წინ დაიხარა, იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. - იდეალური ბრენდინგი. - ლილიმ თვალები აატრიალა, მაგრამ პატარა ღიმილი ვერ შეიკავა ტუჩებზე.
-მე უბრალოდ მენიუს გიწერთ, სახელები თვითონ იპოვეთ.
- მშვენიერი, - თქვა ტიმმა ღიმილით.- დასაწყისისთვის, აი ამისთვის "მარტოხელა ტირამისუ"-ს ვფიქრობ. დანარჩენი მერე გადავწყვიტოთ.
- ღმერთო ჩემო, გაჩერდი, - ამოიოხრა ლილიმ და თავი გააქნია. ლეპტოპი დახურა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. რაღაც დამამშვიდებელი იყო მეგობრებთან ხუმრობით გატარებულ დროში. თავიდანვე ამიტომ დათანხმდა მათი რესტორნისთვის ყოველ თვეში ახალი დესერტების მენიუს შექმნას, რომ მარტივი მიზეზი იყო ერთმანეთის სანახავად და საქმესაც ასრულებდნენ.თანაც, სასიამოვნო პროცესი იყო მისთვისაც და მეგობრებისთვისაც.
- ჰეი, ჰეი, ფორთოხლის სორბეტზე რას იტყვი? სეზონური ხილითაც ხომ უნდა გვქონდეს რამე. სახელს მერე მოვუფიქრებთ.
YOU ARE READING
Tsukimi
FanfictionWould you believe me if I said that I was scared of everything too?
All the strings attached
Start from the beginning
