-ის,რაც მე დამემართა დაავადებიდან პირველ კვირას_ვუპასუხე ექიმს_ხომკარგად იქნება?

-არ ვიცი, მე გაგაფრთხილე რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, მისთვის ამდენი დატვირთვა არ შეიძლებოდა, ხომ იცოდი ეს?

-კი მაგრამ_გავჩერდი და თავი ჩავღუნე, ამ დროს ლილი საოპერაციოში შეაგორეს მე და თაკო კი გარეთ დავრჩით.

-შე ნაბიჭვაროო!!_მომივარდა თაკო_იცოდი, იცოდი რომ მას საფრთხე ემუქრებოდა, იცოდი, რომ რაღაც დაემართებოდა, ეს ყველაფერი იცოდი და მაინც არ დაიცავი?! როგორ გაბედეე!!_მიყვიროდა თაკო

-თაკო დამშვიდდი კარგად იქნებაა_ვამშვიდებდი და ვაჩერებდი თაკოს, მაგრამ ამაოდ, ის მაინც გამალებით მირტყამდა და ჩემსს დადანაშაულებას აგრძელებდა.ამ დროს საავადმყოფოში ლილის დედა მოვიდა, ქალბატონი ლია

-რა დაემართა?_ანერვიულებული იკითხა ლიამ

-ჰალუცინაციების მძიმე პერიოდი, ძლიერი ჰალუცინაციები დაეწყო, ვერ გაუძლო და გული წაუვიდა, მალე გამოჯანმრთელდება_ვუთხარი ლიას ის, რომ მისთვის არც კი შემიხედავს

-ჩემს შვილს რამე რომ დაემართოს გაგანადგურებ!_ისევ მემუქრებოდა ლია. ამ დროს კი ლილის საოპერაციოს კარების ზემოდან დამაგრებული წითელი ნათურა აციმციმდა და მთელი მედპერსონალი ლილისთან შევარდა. ჩვენ კი პანიკაში ჩავვარდით, ლილის რა დაემართაა? რა სჭირდა? არავინ არაფერს არ გვეუბნებოდა.ფეხები მომეკეცა და ფერი წამერთვა, გული ამიჩქარდა, ცოტაც და გონებას დავკარგავდი, მუხლებზე დავემფხე, თავი ხელებში ჩავრგე და მწარედ ავტირდი. ლილის რომ რამე დაემართოს ჩემი სიცოცხლეც დასრულდება. ორი საათი ექიმები და ექთნები ზემოთ ქვემოთ დარბოდნენ, შემდეგ კი ექიმი გამოვიდა და გვითხრა რომ... -ის ძალიან მძიმედაა, არ ვიცით გადარჩება თუ ვერა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მის გადასარჩენად_გვითხრა ექიმმა.ფეხები მომეკეცა, იატაკზე დავვარდი, ლიაც მომყვა, თაკო კი დაშტერებული ექიმსს მისჩერებოდა. ექიმის ნათქვამი ისე მომხვდა გულზე თითქოსდა ვიღაცამ ზურგში დანა ჩამარტყა და სისხლი არ გადმომდინდა. ჩემი ბრალია! ჩემი ბრალია ლილი რომ სიცოცხლეს ებრძვის! ვიცოდი, ხომ ვიცოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში იყო! ხომ ვიცოდი, რომ ფრთხილად უნდა ყოფილიყო! რატომ დავტოვე მარტო?! რატომ დავტოვე და იმ უცნობი სირის ამოსაცნობად წავედი!? რა მნიშვნელობა ქონდა ვინ იყო!? ამის დედაც! ლილი ჩემს გამო სიცოცხლეს ებრძვის, მეზიზღება საკუთარი თავი, მეზიზღება! საერთოდ რატომ გამოვჩნდი!? ხომ ცხოვრობდა ლამაზად, ხომ იყო ლამაზად, დამივიწყა. რატომ მივეცი თავსს იმის უფლება, რომ მისთვის თავი გამეხსენებინა!? რატომ ავყევი გრძობებს!? რატომ ავყევი საკუთარ სიყვარულს!? ნეტავ ვყოფილოყავი მარტო! ნეტავ მხოლოდ ჩემს ფიქრებში გეცხოვრა! ისე, რომ შენთვის ხელი არ შეეშალა. ჩემი ბრალია ეს დაავადება რომ აქვს! ჩემი ბრალია, რომ ახლა აქ არის, ჩემი ბრალია! ჩემი!__მუხლებზე თავი დავდე და ვიკავებდი თავს, რომ არ მეყვირა, ჰაერი მჭირდებოდა! ავდექი და ჰაერზე გავედი, სკვერისაკენ გავიქეცი და ადგილს ვეძებდი, ადგილს სადაც შემეძლებოდა ყვირილი, შემეძლებოდა ღრიალი ბოლო ხმაზე, ეს ერთადერთი გამოსავალი იყო, მანქანა გავაღე, ავამუშავე და მთელი სისწრაფით გავქანდი. არ ვიცოდი სად მივდიოდი, უბრალოდ სიჩქარეს ვუმატებდი და მივქროდი. არვიცი ალბათ ამით საკუთარ თავს გავურბოდი, გავურბოდი სამყაროს, ალბათ მინდოდა გავმქრალიყავი, მინდოდა აღარ მეარსება, ალბათ ეს ყველაფერი მინდოდა და მაგიტომ ვიქცეოდი ასე, ნუ რაცაა ბოლო ნიშნულს, რომ მიაწია მანქანის სიჩქარემ შევანელე და ბილიკისკენ შევუხვიე, მანქანა გავაჩერე. ვიცოდი, რომ მარტო ვიყავი ტყის პირას, მივედი ქვაზე ჩამოვჯექი და ბოლო ხმაზე ვყვიროდი _ჩემი ბრალიააა!ჩემი ბრალიააა!_ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ვიღაცამ ჩემთან არ მოვიდა და მხარზე ხელი არ დამადო

Is love real?    დასრულებული✔️Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang