Part 10

35 2 0
                                    

-მე ვიცი ვინც ხარ_ეს თქვა ლილიმ. წინადადება რომელმაც ჩემზე იმოქმედა_მინდა, რომ საავადმყოფოში დაბრუნდე, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ. გთხოვ, მოდი!_მითხრა და ტელეფონი გამითიშა. ფეხაჩქარებით მივედი საავადმყოფოში, მაგრამ პალატასთან მისვლამდე, გული ლამის საგულედან ამოვარდა, ისე სწრაფად ცემდა; გონებაში კი,მხოლოს ის მქონდა ჩაბეჭდილი, თუ რა იცოდა ლილიმ. პალატასთან შევჩერდი და ვგრძნობდი, რომ ნერვიულობასთან ერთად შიშიც იმატებდა; ვგრძნობდი, როგორ გამიცხელდა შუბლი და როგორ გამილურჯდა ტუჩები, ღრმად ჩავისუნთქე და პალატაში შევედი. ვაღიარებ ძალიან მეშინოდა, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ? ლილის ეძინა. კარებთან კი ექთანი შემომხვდა:

-ბატონო ის თქვენ გელოდებიდათ, მაგრამ დაეძინა. დაელოდეთ მალე გაიღვიძებს და სავარაუდოდ, ისევ თქვენ გიკითხავთ_მითხრა ექთანმა და ფურცელზე რაღაცა ჩაიწერა

-მადლობა. შეგიძლიათ წახვიდეთ, მას მე მივხედავ!_გასასვლელი დავუთმე ექთანს

-კი, მაგრამ ბატონო, თქვენ არ იცით მისი გრაფიკი!_მომიბრუნდა ექთანი

-მე ვიცი მას რაც სჭირდება. გთხოვთ დაგვტოვოთ!_გავიმკაცრე ხმა და ექთანს უკვე ხელით ვანიშნე, რომ გასასვლელი მას დაუთმე და პალატიდან უნდა გასულიყო. როცა ექთანმა იკადრა და პალატა დატოვა, მივედი  ლილის გვერდით ჩამოვჯექი და ველოდებოდი მის გაღვიძებას. თან გულში ვფიქრობდი: ნეტა რას მიხვდა? რატომ უნდა ჩემთან ლაპარაკი? ჩვენ ხომ ვიჩხუბეთ. არც ისეთი საღიმღამო წარსული გვაქვს. ამდენი რამის შემდეგ, ამდენი მომხდარის შემდეგ, მას კვლავ ჩემთან უნდა საუბარი? ნეტა რა მოხდა? რა შეიცვალა? რა ხდება ლილის თავსს? ღმერთო, მალე დასრულდეს რა! ეს ყველაფერი, მალე დასრულდეს რა ეს ტანჯვა, მალე ჩაიაროს ყველაფერმა და მალე გამოაჯანმრთელე ლილი. ამ ფიქრებით ვიჯექი და ველოდებოდი ჩემი ანგელოზის გაღვიძებას და აი,როგორც იქნა! ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ, ჩემმა ანგელოზმაც გაიღვიძა, ფრთამოტეხილმა ანგელოზმა და ხელზე ხელის დადებით მამცნო, რომ გამოფხიზლდა და ყურადღება უნდა მიმექცია მისთვის:

-გამარჯობა_დაიწყო საუბარი

-როგორ გრძნობ თავს? იმედია იცი, რომ არ უნდა გადაიღალო_ვუთხარი ნაზად და მის ხელს ხელი დავადე

-ვიცი_მითხრა და თვალი ამარიდა_ალბათ ხვდები აქ რის სალაპარაკოდაც მოგიყვანე. მე მინდა ჩვენს წარსულზე ვისაუბროთ, იმედია მზად ხარ ამისთვის?_თვალებში შემომხედა და ისე შემეკითხა

-მზად ვარ!_ვუპასუხე დარწმუნებით და კარგად მოვკალათდი ტყავის სავარძელზე

-მე შენ საქართველოდან გამოგექეცი იცი ხომ ეს? დავტოვე ქვეყანა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც ჩემი ყველა ნათესავი და ჩემი საგვარეულოა, დავტოვე ჩემი ქვეყანა და გამოვიქეცი აქ, იმ ერთადერთი მიზეზით, რომ შენგან შორს ვყოფილიყავი. იცი რამდენი ხანი შემოგწირე? იცი რამდენი რამე გადავიტანე? იცი რამდენჯერ მატკინე გული? იცი რამდენჯერ მომკალი? იცი შენმა სიტყვებმა, გული რომ დამიწვა? იცი ხომ? ვიცი რომ იცი ეს ყველაფერი!! ისიც ვიცი, რომ ნანობ ამ ყველაფერს. ვიცი რომ აქაც, ჩემს გამო ჩამოხვედი. შენ რაგგონია ვერ ვხვდები ამ ყველაფერს? იცი რამდენჯერ დამისველებია ღამე ბალიში იმ ცრემლებით, რომლის ავტორიც შენ იყავი? იცი, რომ ყოველი ცრემლი, რომელიც ჩემს სახეს ასველებდა შენს გამო იყო გადმოსული? იცი, რომ ყველაფრის თავიდან დაწყებამ, ყველაზე მეტად მიშველა? ხომ იცი ეს ყველაფერი! რატომ დაბრუნდი? რატომ გამოჩნდი ისევ? რატომ განმიახლე ის ჭრილობები, რომლებიც შენთან ერთად საქართველოში დავტოვე? რატომ შემახსენე თავი? რატომ?? მითხარი რატომმ?! როთ დავიმსახურე მე ეს? ის იცი ალბათ, რომ ყველაფერი გამახსენდა. მითხარი რატომ მივლი ისე, თითქოს ჩემი ჯანმრთელობა და სიცოცხლე განაღვლებდეს?

-ლილი მე უბრალოდ..._არ დამასრულებინა წინადადება

-გთხოვ არ თქვა არაფერი, მომეცი უფლება ბოლომდე ვთქვა ჩემი სათქმელი, მაგრამ ისე,არც დამრჩა არაფერი. რაც უნდა მეთქვა ვთქვი. ეხლა კი შენ გისმენ, გამეცი ყველა კითხვაზე პასუხი_აქ ლილი ძვლივს შეჩერდა და მომცა საშუალება, მეც მეთქვა რამე

-მე უბრალოდ.. მე უბრალოდ მიყვარხარ_ეს ვუთხარი და ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ მეგონა სამყარო ისევ გაჩერდა, ორი წუთი დუმდა ლილი

-რატომ?_მისმა ხმამ გაფანტა სიჩუმე

-რასქვია რატომ?_ვკითხე გულახდილად

-რატომ გიყვარვარ? რამე შეიცვალა? რამე მოხდა, რამაც ჩემი თავი შეგაყვარა?_კითხვები მომაყარა ლილიმ

-მე შენ ყოველთვის მიყვარდი და კიდეც მეყვარები, უბრალოდ_აქ პატარა პაუზა გავაკეთე, ჩავისუნთქე და გავაგრძელე_უბრალოდ მაშინ ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი ლილი. სიცოცხლის ბოლომდე შენ მეყვარები! ბავშვობიდან, როცა ჩვენს უბანში გადმოდი დანახვისთანავე შემიყვარდი და ეს დღემდე ესეა. ვერცერთი გოგო ვერ შეგცვლის,შენ ერთადერთი ხარ, ერთადერთი ვინც მე ცხოვრება მასწავლა!

-ეს იმ სიტყვებივით ყალბია, რომლებსაც ადრე მეუბნებოდი, თუ აქედან ამბობ ამ ყველაფერს  _მკერდზე მიმადო ხელი და მითხრა_აი აქედან?

-გულით ვამბობ ყველაფერს! და მინდა, ამდენი წლის შემდეგ პატიება გთხოვო და გითხრა, რომ ყველაფრისთვის რაც წარსულში გამიკეთებია მაპატიო! მინდა პატიება გთხოვო ყველაფრისთვის, რაც აქამდე გავაკეთე. მაპატიე და იცოდე, რომ არცერთი წამით არ მინანია შენი შეყვარება. შენ ხარ ქალი, რომელიც მე გამაბედნიერებს!

-მომისმინე! მე დიდი ხნის წინ გაპატიე. უბრალოდ მითხარი, ახლა რა მოხდება?

-ახლა?_შევეკითხე ლილის_ახლა მოხდება ის რასაც შენ გადაწყვიტავ. ორი გზა გაქვს, ერთი გზა ჩემამდე მოვიყვანს, მეორე კი ჩემს გარეშე ცხოვრების გაგრძელებას შეგპირდება. დამიჯერე თუ შენ არ გსურს ჩემთან ერთად ცხოვრება, მე ამას გაგიგებ და შენი ცხოვრებიდან გავქრები, ამჯერად სამუდამოდ! და გპირდები ვეღარასდროს ვეღარ მნახავ, მაგრამ შენ თუ ჩემთან ერთად გსურს მომავალი და თუ მპატიობ ყველაფერს, მაშინ თანხმობას ველი_ვუთხარი და დაველოდე მის პასუხსს სულმოუთქმელი

-მე? მე არც კი ვიცი რა გიპასუხო, უბრალოდ შეგიძლია ხელში ამიყვანო, ამ პალატიდან გამიყვანო და სუფთა ჰაერზე გამიყვანო? აი იქ გეტყვი ჩემს პასუხს_აქ ლილის ნათქვამი ზედმიწევნით შევასრულე, ავიყვანე ხელში და გარეთ გავიყვანე. გაყვანისას კი მან ყველას გამოუცხადა რომ...

Is love real?    დასრულებული✔️Where stories live. Discover now