💭ოცდამეხუთე💣

Start from the beginning
                                    

მოკლედ გეტყვით... წუწაობის ჯერი დადგა და პირველი მე მოვკიდე ხელი თოფს, რომელიც მომეწონა... ამ იდიოტმა კიდე მალევე ხელი ჩაავლო და გაიძახის პირველი მე ავიღეო... არადა ჩემია... კი არ იცის რო სახეს გავაძრობ თუ მოვინდომე...

- შენი ქეციანი ხელი გაძიე იქით...

ჯკ- პირიქით... შენნაირი ბინძური რო იგივე ნივთს ეხება რასაც მე მიკვირს ალერგიას როგორ არ მაძლევს...

- ესეიგი ბინძური ხო... ახლა დამაცადე...- თოფს ხელი გავუშვი... უკან გავიწიე და გაბრაზებული კამეჩივით რაზგონით ვეცი... ძირს ზურგით დავახეთქე და თმაში ვწვდი... 

ჯკ- ეს ალქაჯი თავიდან მომაშორეთ... აააა- თავის ბანჯღალით ყვიროდა...

- ანუ ბინძური ვარ... ახლა დააცადე ამ ბინძურ გოგოს შენ თუ ტალახები არ გაჭამო...- რადგანაც დღეს მთელი ეზო მორწყეს გარკვეულ ადგილას ატალახებულია... აი ზუსტად ასეთ ადგილას მივაგდე ეს უბედური... თავი ტალახში ჩავაყოფინე და გამწარებულზე თვითონაც თმაში წამწვდა... გადამაყირავა და ზედ დამაჯდა- ვიგუდები საქონელო...

ჯკ- კი არ უნდა გაიგუდო უნდა მოკვდე...- ახლა მან ჩამაყოფინა თავი ტალახში... სულ გაწუნტლულები ვიყავით...

ჯინი- ახლავე ორივე ადექით ფეხზე... სანამ გავგიჟებულვარ...

ჯკ- ამ საქონელს უთხარით გამიშვას ხელები და ავდგები

- ახლა საქონელიო ხო...- ახლა მე გადმოვქაჩე თმით და ზევიდან მოვექეცი... თმაში უარესად მოვუმჭიდროვე ხელები... ჩემთან ერთად მანაც იგივე გაიმეორა და ტკივილისგან გამწარებულმა თავზე კბენა დავუწყე... თან ორივე ვღმუოდით რაღაც ამოუცნობ ხმაზე...

ბოლოს როგორც იქნა გაგვაშველეს... აი მართლა რაღაც საოცრებებს ვგავდით... და სანამ სარკეში ჩავიხედებოდით ერთმანეთზე გვეცინებოდა... წარმოიდგინეთ... ორი ზრდასრული ჯორი... ჯერ ერთმანეთს თმით ითრევენ და თან ტალახში აგორავებენ... შემდეგ რაღაც ღმუილებს გამოსცემენ და ბოლოს ოროვე ტახალს ამოტუნტყნული, შემოხეული ზედებით და აბურდული თმით დგას, სადაც ტალახი ისეთ დონეზეა ჩაკოწიწებული, რომ ალბათ 10 საათი უნდა ჩაალბონ რო ტალახი მოშორდეს... ბოლოს სარკეში ჩავიხედეთ და 2 წამიანი პაუზის შემდეგ ისეთი სოცილი აგვიტყდა... ძლივს გავჩერდით... არა მართლა უმახინჯესები ვიყავით... ბოლო დონის მახინჯები... და ეს ყველაფერი კი ერთი საწუწაო თოფის გამო მოხდა...

🖤უგულო ადვოკატი 🖤Where stories live. Discover now