7 თავი

339 33 6
                                    

ჯექსონთან დავრეკე.
- გისმენ ლისა.(ჯექსონი)
- ჯექსონ დღეს ბავშვები ჩამოვიდნენ და თუ შეძლებთ და გცალიათ შეგიძლიათ ხვალ მოხვიდეთ.(ლისა)
- ძაან მაგარია, მოვალთ აბა რას ვიზამთ. მაგარი მეგობრები გყავს მომეწონენ.(ჯექსონი)
- კარგი ეხლა უნდა გავთიშო და მოდით მერე.(ლისა)
- შეხვედრამდე.(ჯექსონი) ტელეფონი გავთიშე და გზა გავაგრძელე.
- დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ?(ჯისუ)
- ოთხი წელია.(ლისა)
მეტად აღარ გვილაპარაკია. სახლში მივედით. სახლი მოწესრიგებული იყო.
- საკმაოდ ბევრი თავისუფალი ოთახია, ამიტომ რომელშიც გინდათ მოთავსდით.მე წავალ დავიძინებ.(ლისა)
უკვე გვიანიც იყო თან მართლა ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ დაძინება ვარჩიე.
- ჩვენც დავიძინებთ დაგვღალა მგზავრობამ.(ჯიმინი) ყველა დასაწოლად წავედით. როგორც კი ოთახში ავედი ჯერ ვიბანავე და შემდეგ დავწექი და დავიძინე. ზოგადად ადვილად ვერ ვიძინებ, მაგრამ ახლა ძალიან დაღლილი ვიყავი ამიტომ თავის დადებისთანავე ჩამეძინა.
       ღამით წყურვილმა შემაწუხა და ქვემოთ სამზარეულოში ჩასვლა მომიწია. სამზარეულოში  თვალების ფშვნეტით შევედი პირდაპირ მაცივარი გამოვაღე და ბოთლით  წყალი გამოვიღე, რომელიც ისე დავლიე რომ არც ჭიქაში ჩამისხამს. უცებ უკნიდან ჩახველების ხმა გავიგე, რაზეც შიშიისგან შევხტი. შებრუნებისას დავინახე წელს ზემოთ შიშველი ჯონგუკი. არასდროს მოსწონდა მაისურით ძილი. ჩემდა გასაკვილად ლაპარაკი დამიწყო.
- არ მინდოდა შენი შეშინება.(ჯონგუკი)
- არაუშავს. ამ დროს აქ რას აკეთებ?(ლისა)
- იმ მიზეზით რა მიზეზითაც შენ.(ჯონგუკი) 
- კარგი მე წავალ დავიძინებ.(ლისა) წასვლას ვაპირებდი როცა კარზე ზარი გაისმა.
- ვინმეს ელოდები?(ჯონგუკი)
- არა ასეთ დროს არავის.(ლისა)
- აბა ვინ უნდა იყოს?(ჯონგუკი)
- არ ვიცი ვნახავ.(ლისა) წასვლა დავაპირე მაგრამ ჯონგუკმა მაკლავი დამიჭირა.
- რას აკეთებ? ასე უბრალოდ უნდა გააღო? იქნებ მანიაკია.(ჯონგუკი)
- კარგი რა მანიაკი რომ იყოს ზარს ხომ არ დარეკავდა, შემომიშვით უნდა მოგკლათო.(ლისა)
- მართალია. წამოდი ერთად ვნახოთ.(ჯონგუკი)
- კარგი ხო.(ლისა) ასეთი რაღაცეების არ მეშინია. ამიტომ თამამად წავედი კარის გასაღებად. კარის გაღებისთანავე გაოცებისგან ყბა ჩამომვარდა.
- თქვენ?ამ დროს აქ რას აკეთებთ?(ლისა)
- კარგი რა დროს რა მნიშვნელობა აქვს. მეგობრების ნახვა გვინდოდა. დილამდე ვეღარ მოვითმინეთ და მოვედით. ხო შემოგვიშვებ?(ჯექსონი)
-შემოდით. (ლისა) შემოვიდნენ და ვანიშნე მისაღებში დივანზე დამსხდარიყვნენ. მათ წინ ხელებ გადაჯვარედინებული და წარბ აწეული ვიდექი.
- კარგი რა ეგრე რატო გვიყურებ?(ბემბემი)
- რა მოხდა? რას აკეთებთ ასეთ დროს აქ?(ლისა)
- ისეთი არაფერი. უბრალოდ გადავწყვიტეთ მოვსულიყავით.(ჯექსონი)
- კარგად გიცნობთ ამიტომ დროზე თქვით რა მოხდა.(ლისა)
- დღეს კომპანიიდან გვიან გამოვედით და როდესაც სახლში წამოსვლისას ავტოკატასტროფა მოხდა.სახლში ვერ წავედით არავინ არ არის.(ბემბემი)
- კარგი. შეგიძლიათ თქვენს ოთახში ახვიდეთ და დაიძინოთ, გვიანია უკვე.(ლისა)
- ლისა შეიძლება რაღაც გთხოვოთ?(ჯექსონი)
- რათქმაუნდა.(ლისა) ცოტა დაძაბულები იყვნენ, ამიტომ დაძაბულობის მოსახსნელად მსუბუქად გავუღიმე. ამით ვანიშნე რომ შეეძლოთ ეთქვათ.
- შეიძლება დღეს შენთან დავიძინოთ? ანუ ხომ ხვდები არა?(ბემბემი) თავი დახარა.
- მესმის თქვენი. წამოდით დღეს ერთად ვიძინებთ.(ლისა)
- მადლობა რო გესმის ჩვენი.(ბემბემი)
- მეგობრები აბა რისთვის ვართ. კარგით ადით თქვენ ოთახში, მე წყალს დავლევ და მოვალ.(ლისა)
ბემბემი და ჯექსონი ოთახში ავიდნენ. არ მინდოდა რამე გაუგებრობა ყოფილიყო ამიტომ გადავწყვიტე ამეხსნა ყველაფერი.
- ცუდად არ გაიგო, უბრალოდ ავტოკატასტროფასთან ცუდი ისტორია აკავშირებთ. დღესაც როდესაც იმ ავარიის მომსწრე გახდნენ სახლში მარტო ვერ გაჩერდნენ და მაგიტომაც მოვიდნენ.(ლისა)
- რა დაემართათ?(ჯონქუქი)
- გაგიკვირდება და ჯექსონი და ბემბემი ტყუპები არიან. როდესაც ათი წლის იყვნენ მშობლებთან და ხუთი წლის დასან ერთად აგარაკზე მიდიოდნენ. გზაში ავარიაში მოყვნენ. დედა და და გარდაიცვალა. მას შემდეგ კოშმარებს დღემდე ნახულობენ.მამამისმა მეორე ცოლი მოიყვანა, მართალია კარგი ქალია, მაგრამ მაინც განიცდიან იმ დანაკლის. დღესაც იმ ავარიამ მათი ისტორია გაახსენათ. ასეთ დროს კი მარტო არ შეუძლიათ, ამიტომ ყოველთვის აქ მოდიან.(ლისა)
- გასაგებია.(ჯონქუქი)
- ახლა უნდა წავიდე. ძილინებისა.(ლისა) აღარაფერი უთქვამს. დღეს უკვე რამდენჯერმე გავაბით დიალოგი, რამაც გამაოცა, მაგრამ კარგია. ძალიან მომენატრა. ძალიან შეცვლილია. უფრო სიმპათიურია. ძალიან მომენატრა, მაგრამ მასთან ყოფნა არ შემიძლია. მას მე ვძულვარ.
   ოთახში ავედი და ისინი უკვე დაწოლილები იყვნენ და ჩემს მოსვლას უცდიდნენ.  გამოვიცვალე და შუაში ჩავუწექი. ორივენი ძლიერად ჩამეხუტნენ და ასე დაიძინეს. ეს ორი ძალიან მიყვარს. მართალია ყოველთვის მხიარულები არიან მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან განადგურებული. მალე ფიქრები გავფანტე და დავიძინე.
   დილით გავიღვიძე და დავინახე რომ ისევ ჩახუტებული ვყავდი. როგორღაც თავი დავახწიე და გავემზადე. ქვევით ჩავედი და ჯისუ და ჯინი დამხვდნენ რომლებიც შოკოლადიან ბლინებს აკეთებდნენ, როუზი და ჯენი სამზარეულოს ბართან ისხდნენ და მათ უყურებდნენ, მეც მათ შუაში დავჯექი.
- დილამშვიდობის.(ლისა)
- დილამშვიდობის. (დანარჩენები)
- გუშინ ჯექსონი და ბემბემი მოვიდა.(ლისა)
- რატომ? ხომ კარგად არიან?(ჯენი)
- გუშინ სახლში მიდიოდენ და თურმე მათ თვალწინ ავარია მომხდარა და აქ მოვიდნენ.(ლისა)
- ხომ კარგად არიან?(როუზი)
- ახლა კარგად არიან ჩემს ოთახში ძინავთ. მარტო ვერ გაჩერდნენ და ჩემთან დაიძინეს.(ლისა)
- ძალიან ვღელავ მათზე, როდემდე უნდა იყვნენ ასე.(ჯენი)
- რა სჭირთ?(ჯისუ)
- პატარები იყვნენ როდესაც და და დედა ავარიის დროს დაკარგეს.(როუზი)
- ცუდია.(ჯისუ)
- ხო. ხანდახან კოშმარებსაც ნახულობენ და ძალიან ვღელავთ.(ლისა)
     ჩვენი დიალოგი დავასრულეთ და მაგიდის გაწყობას შევუდექით. ახლა კი ყველა ვსხედვართ და ვჭამთ.
- ლისა დღეს დარეკეს და ცუდი ამბავი მაცნობეს.(როუზი)
- რა მოხდა?(ლისა) ჭამას თავი დავანებე და მთელი ყურადღებით დავუწყე მოსმენა.
- ორი ცუდი ამბავი მაქვს.(როუზი)
- დროზე თქვი რას მაწვალებ.(ლისა)
- მოკლედ ჩვენ რომ ვიცით ის, ციხეში გადაყვანის დროს გაიქცა, ამას პლიუს ძალიან საეჭვოდ დაემთხვა კომპანიაში არეულობა.(როუზი)
- კარგი რა ამას ახლა რატო ვიგებ?(ლისა)
- მეც ახლახანს გავიგე.(როუზი)
- კარგი მე წავედი და ჯენი და როუზი თქვენც წამოდით ჭამას რომ დაამთავრებთ. ბემბემ და ჯექსონ თქვენ დანარჩენები წაიყვანე და ქალაქი დაათვალიერეთ. დღეს სავარაუდოდ გვიან მოვალთ.(ლისა)
- მოიცა ჩვენც წამოვალთ.(როუზი)
- კარგი იჩქარეთ.(ლისა) როუზი  და ჯენი საბუთების ასაღებად წავიდნენ.
-  ჩვენც წამოვალთ.(შუგა)
- როგორც გინდათ, მაგრამ იქ რა უნდა გააკეთოთ მოიწყენთ.(ლისა)
- არაუშავს მაინც წამოვალთ იქნებ რამეში დაგეხმაროთ.(ჯიმინი)
- კარგი(ლისა)
ყველა წავედით კომპანიაში. ამჯერად ჩემთან, უკან ჯონქუქი და ჰოსოკი ხოლო გვერდით ბემბემი იჯდა. მალე მინდოდა კომპანიაში მისვლა, ამიტომ ჩვეულებრივზე სწრაფად ვატარებდი.
- ლისა მგონი სწრაფად მივდივართ. (ბემბემი)
- მაპატიე.(ლისა) გზაში როუზმა დარეკა.
- გისმენ როუზ, რა მოხდა?(ლისა)
- არ ვიცი ამას ახლა უნდა გეუბნებოდე თუ არა, მაგრამ მგონი უნდა იცოდე.(როუზი)
- მითხარი.(ლისა)
- ლისა მარკი ციხიდან გაიქცა.(როუზი) ამის თქმა იყო და მანქანა სწრაფად დავატორმუზე.
- დარწმუნებული ხარ?(ლისა)
- კი დარწმუნებული ვარ.(როუზი)
-  კარგი მოვდივარ.(ლისა) ტელეფონი გავთიშე და თავი საჭეს ჩამოვადე.
- კარგად ხარ? გინდა მე დავჯდები საჭესთან.(ბემბემი)
- კარგად ვარ.(ლისა)
თავი ავწიე და გზა განვაგრძეთ.
- ვინ არის მარკი?(ჰოსოკი)
- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი.(ლისა)
- კარგი მაგრამ ხომ ყველაფერი რიგზეა?(ჰოსოკი) ეტყობოდა რომ ჩემმა რეაქციამ შეაშინა და წყენის მიუხედავად მაინც ღელავდა ჩემზე.
-  უკვე აღარ.(ლისა) კომპანიაში მალე მივედით. პირდაპირ ჩემი კაბინეტისკენ წავედით. ლიფტში ვერ ვისვენებდი რის გამოც ბემბემმა რამდენჯერმე მითხრა დავმშვიდებულიყავი. კაბინეტში შევედით და ყველა ჩვენ გვიცდიდა.
- შეგიძლია ყველაფერი ნორმალურად ამიხსნა? ვერაფერი გავიგე.(ლისა)
- დრეს გავიგე  რომ გუშინ მარკი ციხიდან გაოქცა, დღეს კი ბიძამისიც გაიქცა. ვშიშობ ამ ორ ინციდენტს რაღაც კავშირი აქვთ, უბრალო დამთხვევა ვერ იქნება.(როუზი)
- ჯანდაბა ახლა როგორ მოვიქცეთ?(ლისა)
თეჰიონი ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
- დამშვიდდი. მე შენს გვერდით ვარ.(თეჰიონი)

მტკივნეული წარსული (დასრულებული)Où les histoires vivent. Découvrez maintenant