6 თავი

352 36 8
                                    

იმის შემდეგ რაც ჯისუმ თქვა არავის არაფერი უთქვამს. პალატის წინ სკამზე ვიჯექი, ჩემს გვერდზე ჯენი იჯდა. როცა ნამჯუნს ვნახავ და გავიგებ რომ კარგად იქნება, მერე აუცილებლად წავალ. ვერ გავჩერდები აქ. მართალია მარკი უკვე დაიჭირეს, მაგრამ უნდა წავიდე რადგან ბიძამისი ჯერ კიდევ თავისუფალია და საფრთხეს წარმოადგენს.
     ისევ არ გამოსულა ექიმი. იმედია ყველაფერი კარგად არის.
- ლისა ხომ კარგად ხარ?(ჯენი)
- კარგად ვარ ჯენი.(ლისა)
- იქნებ რამე გეჭამა. ორი დღეა არაფერი გიჭამია.(ჯენი)
- არმინდა. ახლა ვერაფერს ვერ შევჭამ.(ლისა)
- დღეს მივდივართ ხო?(ჯენი)
- კი. მაპატიეთ რომ ჩემს გამო ასე გიწევთ წინ და უკან სიარული.(ლისა) მართლა ძალინ ვწუხდი მათ გამო.
- მთავარია შენ იყო კარგად და ეს პრობლემებიც მოვაგვაროთ, სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა.(ჯენი)  ჩვენს ლაპარაკში დროც გავიდა. ექიმი გამოვიდა და ჩვენც მასთან მივედით.
- როგორ არის?(ლისა)
- არ ინერვიულოთ კარგად არის, უბრალოდ ჭრილობა გაეხსნა და ხელთავიდან მოგვიწია ნაკერების დადება. მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება.(ექიმი) ეს გვითხრა და წავიდა.
პალატაში ყველა შევედით. მე უკან ვიყავი. ჯერ კიდევ მცხვენოდა მისი. ის ხომ ჩემს გამოა ამ დგომარეობაში.
- როგორ ხარ ძმაო?(ჯონგუკი)
- კარგად. არაფერი ისეთი არ მომხდარა.(ნამჯუნი)
- იცოდე შემდეგში ფრთხილად იყავი.(ჯინი)
- აუცილებლად გავითვალისწინებ.(ნამჯუნი) ოთახს თვალი მოავლო და როცა მე დამინახა გაუხარდა. მანიშნა ახლოს მივსულიყავი.
- არ წასულხარ? გადაიფიქრე წასვლა?(ნამჯუნი)
- არა. უნდა წავიდე მაგრამ ჯერ შენი ნახვა მინდოდა, ისე ვერ წავიდოდი.(ლისა)
- ანუ მაიც მიდიხარ?(ნამჯუნი)
- მაპატიე.(ლისა)
- ხომ დაბრუნდები?(ნამჯუნი)
- ვინ იცის, შეიძლება კი შეიძლება არა. მაგრამ შეგიძლია შენ ჩამოხვიდე.(ლისა)
- მომენატრები.(ნამჯუნი)
- მეც მეგობარო.(ლისა)
- ხოდა არ წახვიდე.(ნამჯუნი)
- ხომ იცი რომ არ შემიძლია.(ლისა)
- ვიცი მაგრამ არ მინდა შენი გაშვება. თანაც შენი მეგობრებიც მომენატრებიან.(ნამჯუნი)
- ჩვენ?(როუზი)
- ხო. ძალიან კარგები ხართ და ლისაზეც ზრუნავთ.(ნამჯუნი)
- აშკარად მე მოვეწონე.(ჯექსონი)
- კი როგორ არა. მე მოვეწონე.(ბემბემი)
- გეუბნები მეთქო.(ჯექსონი)
- მეც გეუბნები რომ მე მოვეწონე.  შეხედე რა სიმპათიური ვარ. თან ლისას მე უფრო ვუყვარვარ.(ბემბემი)
- რას ამბობ ბიჭო. ლისას მე ვუყვარვარ. იცი ლისამ მე შოკოლადი მიყიდა შენ არა.(ჯექსონი)
- მერე რა ლისას მე უფრო ვუყვარვარ. იცი ლისამ რა ქნა ჩემს გამო?(ბემბემი)
- რა ქნა?(ჯექსონი)
- რადა ერთი გოგო მაწუხებდა და ისეთი უქნა რომ აღარც მინახავს მის მერე. ლისა ისე რა უქენი მოკალი?(ბემბემი) ვაიმე რა ეშველებათ ამათ.
- ჩაიგდეთ ბიჭო ენა რას სულელობთ.(ლისა) გადამრევენ ესენი.
- ჩვენი წასვლის დროა.(ლისა) ნამჯუნთან მივედი და მოვეხვიე.
- ნახვამდის მეგობარო.(ლისა)
- იმედია ისევ შევხვდებით.(ნამჯუნი)
- იმედია.(ლისა)
წამოსვლისას ყველას ბოლოჯერ გავხედე და გამოვედი. დერეფანში მივდიოდით და გავიგე ჯისუს ხმა. შევბრუნდი და მორბენალი ჯისუ ჯიმინი და შუგა დავინახე.
- რა მოხდა?(ლისა)
- არ გვინდოდა გამომშვიდობების გარეშე წასულიყავი.(შუგა)
- ხომ დაბრუნდები?(ჯიმინი)
- იმედია კი.(ლისა)
- ძალიან მოგვენატრები. იცოდე ხშირად ჩამოვალ თქვენს სანახავად.(ჯისუ)
- ხო მართალია ყველა ძალიან მომენატრებით.(ჯიმინი)
- ესეიგი ნამჯუნის გამოჯამრთელების მერე შენთან ჩამოვალთ. ხომ მიგვიღებ?(შუგა)
- ოღონდაც თქვენ ჩამოდით და სულ დაგიტოვებთ ჩემთან.(ლისა)
- იცოდე ვიმახსოვრებთ.(ჯიმინი)
- მადლობა ბავშვებო გვერდში დგომისთვის. ახლა უნდა დაგემშვიდობოთ.(ლისა) ყველას გადავეხვიეთ და წამოვედით. ჩემმა ძმამ აეროპორტში მიგვიყვანა. მასაც უნდოდა წამოსვლა მაგრამ კომპანიაში რთული პერიოდი აქვს და ვერ ახერხებს. ჩემთან განშორება კი უჭირს.
- კარგი რა თეჰიონ კი არ ვკვდები. შეგიძლია ჩამოხვიდე.(ლისა)
- ხო მაგრამ ძალიან მომენატრები.(თეჰიონი) ბავშვივით ასლუკუნდა.
- თეჰიონ ბავშვივით იქცევი. ნუ ტირი. ჩამოხვალ და მნახავ.(ლისა)
- იცოდე თავს გაუფრთხილდით.(თეჰიონი)
- კარგი ძამიკო.(ლისა) მოვეხვიე, მან კი მთელი სახე დამიკოცნა. წასვლისას ჩანთიდან შოკოლადი ამოვიღე და მას მივეცი. ძალიან გაუხარდა. თვითმფრინაშვი დავსხედით. მე მარტო ვიჯექი.
   მთელი ათი საათი ვიყავით ცაში გამოკიდებულები და როგორც იქნა დავეშვით ამერიკაში კერძოდ ნიუ-ორკში. ჯექსონი და ბემბემი თავიანთ სახლში წავიდნენ მე და გოგოები კი ერთად ვცხოვრობთ ამიტომ ერთად წავედით ჩვენს სახლში. სანამ ერთმანეთს გავიცნობდით მარტო ვცხოვრობდით სამივე, მერე ძალიან დავახლოვდით და სახლი ვიყიდეთ.
     უკვე სამი დღეა ჩამოვედით და სახლში არც წავსულვართ ისე ვმუშაობთ კომპანიაში. ჩვენი წასვლის მერე ბევრი პრობლემები შეგვიქმნა მარკის ბიძამ. არცერთს არ გვიჭამია ნორმალურად. არ გვიძინია. სამი დღის უძინარები დავდივართ ასე.
      ახლახანს თათბირი  გვქონდა. მე ჯენი და როუზი  დაღლილები მივდივართ ჩემს კაბინეტში, რაღაც საბუთები გვაქვს მოსაგვარებელი. კაბინეტის კარები შევაღეთ და წარმოუდგენელი რამ დავინახე. არ გამიხედავს ისე ვკითხე გოგონებს.
- მგონი ამდენი უძილობით და უჭმელობით ჰალუცინაციები დამეწყო გოგოებო.(ლისა)
- მგონი მეც ისეთ რამეს ვხედავ რაც წარმოუდგენელია.(ჯენი)
- ხომ გეუბნებოდით ამდენი ყავა უძილოზე და უჭმელზე გაგვაგიჟებსთქო.(როუზი)
- ხო აშკარად გადავიღალეთ.(ლისა)
-ჰო.(ჯენი)
- თან იმდენად რომ ჯინი ჰოსოკი და ჯონგუკიც დავინახეთ.(როუზი)
- კარგით რა გონს მოდით. მართლა ჩვენ ვართ.(ჯისუ) ცოტა ხანი ჩავფიქრდი და რომ გავიაზრე რომ მართლა ისინი იყვნენ ჯისუსკენ გავიქეცი და ჩავეხუტე.
ძალიან გამიხარდა მათი აქ მოსვლა.
- ქალბატონებო რა არის ეს რადღეში ხართ? არაფერს არ ჭამთ?(ნამჯუნი) სამივე შეგვათვალიერეს.
- ბევრი საქმე გვქონდა და ვერ მოვახერხეთ.(ჯენი)
- თქვენ აქ რას აკეთებთ? (ლისა)
- საავადმყოფოდან ადრე გამომწერეს, რადგან ძალიან ბევრი ვეხვეწე,მერე ბავშვებს ვუთხარი და მარტო ვერ გაგიშვებთო და ესენიც წამოვიდნენ.(ნამჯუნი)
- კარგია რომ მოხვედით.(ლისა)
- ძალიან მოგვენატრეთ.(ჯიმინი)
- გოგოებო კიდევ გვაქ რამე გასაკეთებელი?(ლისა)
- დღეს თათბირი არ გვაქვს, მხოლოდ რაღაც საბუთებია, ამათ მერეც გავაკეთებთ.(ჯენი)
- კარგი მაშინ წავიდეთ.(ლისა)
- სად მივდივართ?(შუგა)
- ჩვენთან სახლში.(ლისა)
- არ არის საჭირო სასტუმროში გავჩერდებით.(ნამჯუნი)
- თქვენ გგონიათ სასტუმროში გაგაჩერებთ?(როუზი)
- არავითარ შემთხვევაში. უკლებლივ ყველა მივდივართ ჩვენთან.(ჯენი) ბოლო წინადადება განსაკუთრებული ხაზგასმით თქვა ჯინის ჰოსოკის და ჯონქუქის გასაგონად.
ავტო სადგომზე ჩავედით.
- სამი მანქანა გვაქ და უნდა გადავნაწილდეთ.(როუზი)
- ქალბატონებო თქვენ საჭესთან არ დაჯდებით. შეიძლება ჩამოგეძინოთ.(ლისა)
- კარგი რა.(ჯენი)
- ნუ წუწუნებთ. ჯიმინ როუზის მანქანას შენ წაიყვან, თეჰიონ შენ ჯენის მანქანას. (ლისა)
- როგორ ვჯდებით?(როუზი)
- როგორც გინდათ.(ლისა)
- მე ჯიმინთან ვჯდები.(შუგა)
- მე თეჰიონთან დავჯდები შენთან არ დავჯდები ჯიმინ.(ჰოსოკი)
- მე ჩემს მანქანაში.(ჯენი)
- მეც ჩემს მანქანაში ვჯდები.(როუზი)
- დანარჩენებმა რაც გინდათ ის ქენით.(ჯიმინი) ყველა თავის მანქანაში ჩახტა და წავიდნენ. დავრჩით ჩვენ.
- კარგი დასხედით.(ლისა)
- საჭესთან შენ ჯდები?(ჯისუ)
- ნუ გეშინიათ არ დამეძინება.(ლისა) ჯისუ ჩემს გვერდით დაჯდა. მგზავრობა წყნარად მიდიოდა. სულ დამავიწყდა რო
ჯექსონმა და ბემბემმა არ იციან ამათი ჩამოსვლის შესახებ.
- შეგიძლია ტელეფონი ამოიღო ჩემი ჩანთიდან?(ლისა) ვკითხე ჯისუს. ჩემს ჩანთას დაწვდა და ტელეფონის ძებნა დაიწყო. მომაწოდა ტელეფონი. ჯექსონთან დავრეკე.

მტკივნეული წარსული (დასრულებული)Where stories live. Discover now